ფეხბურთი

21:43 | 5.01.2019 | ნანახია [] - ჯერ

ტუხელს ვეიგლის დამატება სურს

"დორტმუდის" ფეხბურთელმა იულიან ვეიგლმა შესაძლოა კარიერა "პარი სენ ჟერმენში" განაგრძოს. როგორც Sport Bild-ი იუწყება, ფრანგული გრანდის მწვრთნელმა ტომას ტუხელმა ფეხბურთელის ტრანსფერი მოითხოვა. ტუხელი ვეიგლს "დორტმუნდში" მუშაობის პერიოდიდან იცნობს.

თავის მხრივ, გერმანული კლუბის ახალ თავკაცს ლუსიენ ფავრს ფეხბურთელის გაშვება არ უნდა და როგორც გერმანული გამოცემა იუწყება, "დორტმუნდი" მოლაპარაკებას არც კი დაიწყებს. იულიანს მიმდინარე სეზონში თამაში იშვიათად უწევს და მხოლოდ ცხრა მატჩი აქვს ჩატარებული. ჯერჯერობით ფეხბურთელის პოზიცია აღნიშნულ საკითხზე უცნობია.

0.114712