სხვა

14:50 | 5.01.2019 | ნანახია [] - ჯერ

თომას ბახი: "რუსეთის ოლიმპიური კომიტეტი საკმარისად დაისაჯა"

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) პრეზიდენტის თომას ბახის შეფასებით, რუსეთის ოლიმპიური კომიტეტი დოპინგზე სახელმწიფო მხარდაჭერის ბრალდებებისთვის საკმარისად დაისაჯა.

„პიონჩანგში დავამტკიცეთ, რომ რუსეთის ანტისადოპინგო სააგენტო სოჭის 2014 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშებისას სისტემურ მანიპულაციებს მიმართავდა. 2018 წლის თამაშებიდან ჩამოშორებით, რუსეთის ოლიმპიურმა კომიტეტმა დანაშაულზე პასუხი აგო", - განაცხადა თომას ბახმა.

2017 წლის დეკემბერში IOC-ის აღმასრულებელმა საბჭომ რუსეთის ეოკ-ს დროებით შეუჩერა უფლებამოსილება, მაგრამ პიონჩანგის ზამთრის თამაშებზე ამ ქვეყნის სპორტსმენებს ასპარეზობის ნება მისცა, თუმცა სტატუსით- „ოლიმპიელი ათლეტები რუსეთიდან" (OAR) და ნეიტრალური დროშით.

ოლიმპიური თამაშების შემდეგ რუსეთის ეოკ-ს IOC-ის წევრობა ავტომატურად აღუდგა. შარშან სექტემბერში რუსეთის ანტისადოპინგო სააგენტოს (RUSADA) ასევე აღუდგა მსოფლიოს ანტისადოპინგო სააგენტოს (WADA) წევრობა იმ პირობით, რომ 2018 წლის 31 დეკემბრამდე WADA-ს გადასცემდა მონაცემთა ბაზას. რუსეთის მხარემ ეს პირობა არ შეასრულა, რასაც WADA-ს ხელმძღვანელების და სხვადასხვა ქვეყნის ანტისადოპინგო სააგენტოების მკაცრი შეფასებები მოჰყვა. ამ ამბავს გამოეხმაურა IOC-ის სპორტსმენთა კომისია, რომელმაც WADA-ს მოუწოდა დაუყოვნებლივ მიიღოს შესაბამისი ზომები. WADA ამ საკითხს ერთ კვირაში განიხილავს.

www.geonoc.org.ge

0.122453