ხვალ უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში ხმლით მოფარიკავეთა შორის, იუნიორთა მსოფლიო თასი გაიმართება.
აღნიშნულ ტურნირზე მოფარიკავეთა ნაკრების მთავარ მწვრთნელთან ალექსანდრ ტორჩუკთან ერთად, სამი ქართველი მოფარიკავე - ლიკა ჯიჯეიშვილი, ვაჟა რეჭია და ნიკა შენგელია გაემგზავრა.
ჯგუფური ეტაპის შეხვედრებს პირველი, საქართველოს დროით 12:00-დან ვაჟა რეჭია გამართავს, ერთ საათის შემდეგ ასპარეზობაში ნიკა შენგელია ჩაერთვება. 16:00 დაიწყებს ჯგუფური ეტაპის შეხვედრებს ლიკა ჯიჯეიშვილი.
საქართველოს ფარიკაობის ფედერაციის პრესსამსახური