"ლივერპულის" აწ უკვე ყოფილი თავდამსხმელი დომინიკ სოლანკე "ბორნმუთში" გადავიდა. აღნიშნული ინფორმაცია "ალუბლების" ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა. ტრანსფერის და კონტრაქტის დეტალები ჯერჯერობით უცნობია, თუმცა Sky Sports-ის ინფორმაციით, "წითლებმა" გარიგების შედეგად 19 მილიონი გირვანქა სტელინგი მიიღეს.
სოლანკე "ჩელსის" აკადემიის აღზრდილია და "ლივერპულში" 2017 წელს გადავიდა. მას შემდეგ დომინიკმა 27 მატჩი ჩაატარა და თავი თითო-თითო გოლით და საგოლე გადაცემით გამოიჩინა. ფეხბურთელის სატრანსფერო ღირებულება 10 მილიონი ევროა.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
19 მილიონი კარგი თანხაა სოლანკეში.შეუძლია მაღალ დონეზე თამაში მაგრამ ლივერპულის სტილის ფორვარდი არ იყო და კარგია რო წავიდა