ფეხბურთი

18:37 | 4.01.2019 | ნანახია [] - ჯერ

მენდი აგუეროს: "უფრო მეტად მიყვარხარ, ვიდრე შენს ცოლს"

„მანჩესტერ სიტის“ მცველმა ბენჟამინ მენდიმ სერხიო აგუეროს სიყვარული აუხსნა. ფრანგმა ფეხბურთელმა „ლივერპულთან“ (2:1) გამარჯვების შემდეგ სოციალურ ქსელში აგუეროსთან ერთად ფოტო გამოაქვეყნა და დააწერა, რომ მეუღლეზე მეტად უყვარს.

„ძმაო, უფრო მეტად მიყვარხარ, ვიდრე შენს ცოლს!“, - დაწერა მენდიმ.

აღსანიშნავია, რომ „სიტის“ გამარჯვების აღსანიშნად მენდი მოედანზე შესვლას როდესაც ცდილობდა, სტიუარდები არ უშვებდნენ, რადგან ვერ იცნეს. მოგეხსენებათ, ფრანგი ტრავმირებულია, საკუთარ გუნდს ვერ ეხმარება და ჩვეულებრივ ტანსაცმელში შემოსილი სტიუარდებს გულშემატკივარი ეგონათ.

0.121322