სხვა

17:12 | 4.01.2019 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს სათხილამურო ფედერაციის 2019 წლის გეგმები

საქართველოს სამთო-სათხილამურო ფედერაციის პრესკონფერენცია 2019 წლის ზამთრის სეზონზე დაგეგმილ ღონისძიებებს მიეძღვნა.

წლევანდელი სათხილამურო სეზონი განსაკუთრებით საპასუხისმგებლოა, როგორც მოთხილამურეებისთვის, ასევე, ამ სპორტის ყველა გულშემატკივარისთვის.

2019 წლის მარტში, გუდაური საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის (FIS) ეგიდით გამართულ შეჯიბრებასა და ევროპის თასის ჩემპიონატს უმასპინძლებს ფრისტაილსა და სნოუბორდში. აღნიშნული შეჯიბრებები ერთგვარი სამზადისია მსოფლიო ჩემპიონატისთვის, რომელიც 2023 წელს, ორ დისციპლინაში გაიმართება გუდაურსა და ბაკურიანში.

2018-2019 წლის ზამთრის სეზონისთვის მზადება საქართველოს სამთო-სათხილამურო ფედერაციამ ზაფხულიდან დაიწყო. საქართველოს ნაკრები ზაფხულსა და შემოდგომაზე შვეიცარიის ცნობილ კურორტზე - სას ფეში ემზადებოდა. ნოემბერ-დეკემბერში ქართველი სპორტსმენები ევროპაში იმყოფებოდნენ და საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის ეგიდით ჩატარებულ შეჯიბრებებში მონაწილეობას იღებდნენ, სადაც წარმატებულად იასპარეზეს და მსოფლიო რეიტინგი გაიუმჯობესეს.

წლევანდელ საქართველოს სამთო-სათხილამურო თასის გათამაშების ეტაპებზე მონაწილეობას მიიღებენ: საქართველოს ეროვნული და ბავშვთა ნაკრები გუნდები, გუდაურის, ბაკურიანის, მესტიისა და აჭარის სპორტ-სკოლის სპორტსმენები.

მომდევნო ღონისძიებების განრიგი ასეთია:

საქართველოს სამთო-სათხილამურო თასის გათამაშების ეტაპების ჩატარება - ბაკურიანი 19-20 იანვარი, გუდაური 1-2 თებერვალი, გუდაური 3-4 აპრილი;
2019 წლის 20 იანვარს გუდაურში, ბაკურიანში, მესტიასა და გოდერძის ურელტეხილზე თოვლის საერთაშორისო დღე აღინიშნება;
2019 წლის თებერვალი - არეს სამთო-სათხილამურო და 2019 წლის პარქ სიტის ფრისტაილის მსოფლიო ჩემპიონატები;
საქართველოს სამთო-სათხილამურო ნაკრები (5 სპორტსმენი) 2019 წლის არეს სამთო-სათხილამურო მსოფლიო ჩემპიონატზე იასპარეზებს (10-17 თებერვალი).
საქართველოს სათხილამურო და სნოუბორდი ფრისტაილის ნაკრების წევრები 2019 წლის ფარქ სიტიში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე იასპარეზებენ. (1-10 თებერვალი).
საქართველოს სამთო-სათხილამურო ნაკრების წევრები (5 სპორტსმენი) ახალგაზრდულ ოლიმპიადაზე იასპარეზებენ. (თებერვალი)
8-10 და 15-17 მარტი გუდაური - FIS-ის სათხილამურო და სნოუბორდი ფრისტაილის 2019 წლის ევროპის თასის ეტაპები)
27 დეკემბერს საქართველოს სათხილამურო ფედერაცია ასევე წარადგენს ახალ ლოგოს, რომელიც მუშაობის პროცესშია და მომდევნო წლების მანძილზე ყველა კომუნიკაციაში იქნება გამოყენებული.

2019 წლის ეტაპები საქართველოს სათხილამურო ფედერაციის გენერალური სპონსორი კომპანია "სილქნეტის“, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს“ და მთის კურორტების განვითარების კომპანიის მხარდაჭერით ტარდება.

საქართველოს სათხილამურო ფედერაციის პრესსამსახური

0.126779