კალათბურთი

14:45 | 4.01.2019 | ნანახია [] - ჯერ

“ოლ სტარის” პირველად გამოკითხვას ჯეიმსი და ანტეტოკოუნმპო ლიდერობენ

ეროვნულმა საკალათბურთო ასოციაციამ 2019 წლის “ყველა ვარსკვლავთა მატჩის” გამოკითხვის პირველი შედეგები გამოაქვეყნა, რომელსაც შესაბამისად, დასავლეთ და აღმოსავლეთ კონფერენციებში, სათავეში “ლეიკერსისა” და “მილუოკის” ფორვარდები – ლებრონ ჯეიმსი და იანის ანტეტოკოუნმპო უდგანან.

დასავლეთ კონფერენცია
წინა ხაზი
ლებრონ ჯეიმსი (“ლეიკერსი”) – 1 083 363 ხმა
ლუკა დონჩიჩი (“დალასი”) – 679 839
კევინ დიურანტი (“გოლდენ სტეიტი”) – 659 968

უკანა ხაზი
სტეფან კარი (“გოლდენ სტეიტი”) – 793 111
დერიკ როუზი (“მინესოტა”) – 698 086
ჯეიმს ჰარდენი (“ჰიუსტონი”) – 541 606

აღმოსავლეთ კონფერენცია
წინა ხაზი
იანის ანტეტოკოუნმპო (“მილუოკი”) – 991 561
კავაი ლეონარდი (“ტორონტო”) – 774 172
ჯოელ ემბიდი (“ფილადელფია”) – 648 002

უკანა ხაზი
კაირი ირვინგი (“ბოსტონი”) – 910 329
დუეინ უეიდი (“მაიამი”) – 409 156
კემბა უოკერი (“შარლოტი”) – 319 519

შეგახსენებთ, რომ მომავალ “ოლ სტარს” 17 თებერვალს შარლოტი უმასპინძლებს.

0.16482