პრემიერლიგის 21-ე ტურის მატჩში "სიტიმ" შინ "ლივერპული" 2:1 დაამარცხა. მანჩესტერელთა მთავარმა მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ "სიტისთან" ერთად საიუბილეო მეასე შეხვედრა მოიგო.
გვარდიოლამ "სიტისთან" ერთად სულ 144 შეხვედრა ჩაატარა, საიდანაც 100 მოიგო, 23 ფრედ დაასრულა და 21 წააგო.
ესპანელმა მწვრთნელმა "ბაიერნთან" ერთად 121 შეხვედრა მოიგო, ხოლო "ბარსელონაში" მუშაობის დროს - 179.