მადრიდის „რეალმა“ ვერ შეძლო 2019 წლის მოგებით დაწყება. მე-17 ტურის გადატანილ მატჩში, „ვილიარეალთან,“ „სამეფო კლუბი“ მხოლოდ ფრეს დასჯერდა. სხვათა შორის, ეს პირველი ყაიმი გახლდათ სანტიაგო სოლარისთვის, „რეალის“ მწვრთნელობის განმავლობაში.
მატჩი ერთობ სანახაობრივი გამოდგა, მაგრამ გამარჯვებული ვერ გამოვლინდა. დუბლით გამოირჩა სანტი კასორლა. „რეალის“ კაპიტნისთვის, სერხიო რამოსისთვის კი ეს მე-800 შეხვედრა გამოდგა კარიერაში ყველა ტურნირში. აქედან რამოსმა „რეალის“ მაისურით 589, ესპანეთის ეროვნული გუნდის სახელით 161 და „სევილიის“ ფორმით 50 მატჩი ჩაატარა.
ესპანეთი
პრიმერა. მე-17 ტურის გადმოტანილი მატჩი. 3 იანვარი
ვილიარეალი - რეალი 2:2
ვილიარეალი. „დე ლა სერამიკა.“ 19 903
1:0 კასორლა (4), 1:1 ბენზემა (7), 1:2 ვარანი (20), 2:2 კასორლა (82)
ვილიარეალი: ასენხო. კოსტა, რუისი, ლაიუნი, გონსალესი, კასორლა, ფუეგო (ტრიგეროსი 82), ფორნალსი, ჩუკვეზე, კასერესი (ეკამბი 64), მორენო (ბაკა 69)
მწვრთნელი: ლუის გარსია
რეალი: კურტუა, რამოსი, მარსელო, კარვახალი, ვარანი, მოდრიჩი (ვალვერდე 64), კროოსი (ვინისიუსი 86), კაზემირო, ლუკას ვასკესი, ბენზემა, ბეილი (ისკო 46)
მწვრთნელი: სანტიაგო სოლარი
მსაჯი: პაბლო გონსალესი
გაფრთხილება: გონსალესი (45), კოსტა (90+1); კაზემირო (41), რამოსი (89)