"ბორნმუთის" თავდამსხმელი ჯერმეინ დეფო მომდევნო 18 თვის განმავლობაში იჯარის წესით "რეინჯერსში" ითამაშებს. აღნიშნული ინფორმაცია BBC-მ გაავრცელა. ჯერჯერობით კლუბებს შეთანხმების შესახებ ინფორმაცია არ გაუვრცელებიათ.
დეფომ მიმდინარე სეზონში პრემიერლიგის ოთხ მატჩში მიიღო მონაწილეობა და ჯამში მოედანზე 21 წუთი გაატარა. "რეინჯერსს" კი შემადგენლობის გაძლიერება უნდა და ინგლისელის სახით გამოცდილი ფეხბურთელს დაიმატებენ. სტივენ ჯერარდის გუნდი პრემიერშიპში ერთ-ერთი ლიდერია და ჩემპიონობის რეალური შანსი აქვს.