ფეხბურთი

19:37 | 3.01.2019 | ნანახია [] - ჯერ

გვარდიოლა: "ვან დეიკი საოცარი ფეხბურთელია"

ინგლისური „მანჩესტერ სიტის“ მთავარი მწვრთნელის, პეპ გვარდიოლას განცხადებით, „ლივერპულის“ მცველი ვირჯილ ვან დეიკი საოცარი ფეხბურთელია.

„ვან დეიკი საოცარი ფეხბურთელია. მნიშვნელობა არ აქვს რა ღირს ფეხბურთელი თუ ის სათანადოდ არ თამაშობს. თუ ყოველმესამე დღეს თამაშს ტრავმების გარეშე ახერხებ, მაშინ ის თანხა ღირს, რასაც მის სანაცვლოდ იხდიან“, - ციტირებს გვარდიოლას სიტყვებს Daily Mail-ი.

მიმდინარე სეზონში ვან დეიკმა ყველა ტურნირის ჩათვლით 26 მატჩი ჩაატარა, 1 გოლი გაიტანა და 2 საგოლე პასი გააკეთა. შეგახსენებთ, ჰოლანდიელი „ლივერპულმა“ გასული წლის იანვარში „საუთჰემპტონიდან“ 75 მილიონი ევროს სანაცვლოდ დაიმატა.

აქვე გეტყვით, რომ დღეს, პრემიერლიგის 21-ე ტურში „მანჩესტერ სიტი“ „ლივერპულს“ უმასპინძლებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.120896