ფეხბურთი

17:17 | 3.01.2019 | ნანახია [] - ჯერ

პაპუნაშვილი "სპორტინგთან" სათამაშოდ მზადაა

„რეალ სარაგოსას“ ქართველი შემტევი გიორგი პაპუნაშვილი გამოჯანმრთელდა და ესპანეთის ლა ლიგა 2-ის უახლოეს შეხვედრაში თამაშს მოახერხებს. Marca-ს ცნობით, პაპუნაშვილმა გუნდის უკანასკნელ ვარჯიშში გუნდთან ერთად მიიღო მონაწილეობა და მთავარი მწვრთნელი ალვარო ვასკესის შემცვლელად მოიაზრებს.

„სარაგოსა“ 2019 წლის პირველ შეხვედრას 5 იანვარს, ხიხონში, „სპორტინგთან“ ჩატაარებს და დიდი ალბათობით, ჩვენებური ძირითად შემადგენლობაში იქნება.

შეგახსენებთ, პაპუნაშვილმა 3 თვე იუქმა და მოედანს 22 დეკემბერს, „ექსტრემადურასთან“ მატჩში დაუბრუნდა, თანაც გამარჯვების გოლით. თუმცა, ამის შემდეგ კუნთის პრობლემების გამო რამდენიმე ვარჯიშის გამოტოვება მოუწია. ახლა კი, როგორც ჩანს, ყველაფერი კარგადაა და სათამაშოდ მზადაა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110509