ვეტერანმა ქართველმა ცენტრმა ზაზა ფაჩულიამ 2019 წლის მე-2 მატჩიც გამოტოვა. შეგახსენებთ, რომ “დეტროიტ პისტონსის” ლეგიონერს მარჯვენა ფეხის ტრავმა აწუხებს და მართალია, დღეს დილით გამართული შეხვედრის განაცხადში გახლდათ, მოედანზე გასვლის საშუალება არ მისცემია.
მიჩიგანელები ამჯერად “მემფის გრიზლისს” ესტუმრნენ 101:94 მოიგეს. შეხვედრის გმირი ბლეიკ გრიფინი გახდა, რომელმაც ლამის სამმაგ დუბლზე გაიწია: 26 ქულა, 8 მოხსნა, 7 პასი. დაბლ-დაბლს (11 ქულა, 10 მოხსნა) გამორჩა “პისტონსის” სასტარტო ცენტრი ანდრე დრამონდი.
დეტროიტელებს 17 მოგება და 19 მარცხი მოუგროვდათ და აღმოსავლეთ კონფერენციაში საპლეიოფო მე-8 ადგილზე იმყოფებიან, მომდევნო მატჩი კი, უკვე შინ, 6 იანვარს, “იუტა ჯაზთან” ელით.