კალათბურთი

12:31 | 3.01.2019 | ნანახია [] - ჯერ

მამუკელაშვილის 11 ქულა და ზედიზედ მე-7 გამარჯვება

ქართველ კალათბურთელ სანდრო მამუკელაშვილსა და მის “სეთონ ჰოლს” წარმატებული პერიოდი უდგათ. ჩვენებურის გუნდმა აშშ-ს კოლეჯების ლიგაში მე-2 საკონფერენციო მატჩი მოიგო, არასაკონფერენციო შეხვედრების გათვალისწინებით კი, “სეთონ ჰოლს” მიჯრით შვიდი, უკანასკნელ თერთმეტ თამაშში კი 10 გამარჯვება აქვს.

დღეს დილით, ქართველი ლეგიონერის გუნდი “ქსავიერს” გაეჯიბრა და დამაჯერებლად ჩატარებული მე-2 ტაიმის (42:28) წყალობით, 80:70 სძლია. მამუკელაშვილი ტრადიციულად სასტარტო ხუთეულში იყო და 24 წუთში 11 ქულა, 5 მოხსნა (2 შეტევაში), 2 პასი და 2 დაფარება მიითვალა.
სანდრომ 7-დან 4 ორქულიანი და 3-დან 1 სამქულიანი ჩააგდო, ბურთი 3-ჯერ დაკარგა და 1 პერსონალური ფოლი მიიღო. ქართველი ფორვარდი შედეგიანობის მხრივ მხოლოდ მაილს პაუელს ჩამორჩა, რომელმაც 25 ქულა ჰქონდა.
როგორც აღვნიშნეთ, “სეთონ ჰოლს” 2 საკონფერენციო მოგება აქვს და ბიგ ისთის დივიზიონის სათავეში იმყოფება, მომდევნო მატჩს კი 6 იანვარს “დეპოლთან” ჩაატარებს.

0.120144