ჩოგბურთი

19:30 | 2.01.2019 | ნანახია [] - ჯერ

კალაშნიკოვას მარცხი მეოთხედფინალში

ქართველი ჩოგბურთელი ოქსანა კალაშნიკოვა ჩინურ შენჟენში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირს (საპრიზო ფონდი 750 ათასი დოლარი) მეოთხედფინალში გამოეთიშა.

შეგახსენებთ, რომ კალაშნიკოვამ და რუმინელმა ირინა ბარამ მერვედფინალში მონტენეგროელი დანკა კოვინიჩი და რუსი იანა სიზიკოვა 6:3, 6:1 დაამარცხეს, დღეს კი, მე-2 განთესვის მქონე ჩინურ დუეტთან (შუაი პენგი-ჟაოქსუან იანგი) 4:6, 3:6 წააგეს.

0.117352