კალათბურთი

13:35 | 2.01.2019 | ნანახია 772 - ჯერ

ფაჩულიამ წლის პირველ მატჩში ტრავმის გამო ვერ ითამაშა

ქართველმა კალათბურთელმა ზაზა ფაჩულიამ მონაწილეობა ვერ მიიღო 2019 წლის პირველ მატჩში, რომელშიც მისი “დეტროიტ პისტონსი” ჩვენებურის ყოფილ კლუბ “მილუოკი ბაქსს” ესტუმრა და 98:121 განადგურდა.

ფაჩულიას მარჯვენა ფეხის ტრავმა აწუხებს და მართალია, მიჩიგანელთა გამაცხადში იყო, მოედანზე არ გასულა.
წინასწარი ინფორმაციით, ზაზას ტრავმა სერიოზული არაა და შესაძლოა, ის მომავალ მატჩშივე ვიხილოთ, რომელშიც “პისტონსი” “მემფის გრიზლისს” ესტუმრება. ეს თამაში 3 იანვრის დილას, თბილისის დროით 05:00 საათზეა დაგეგმილი.

რაც შეეხება “ბაქსთან” მატჩს, დეტროიტელთაგან საუკეთესო ბლეიკ გრიფინი იყო 29 ქულით, მიკუოკელებს კი ბრუკ ლოპესმა ულიდერა 25 ქულით.

დეტროიტელებს 16 მოგება და 19 მარცხი მოუგროვდათ და აღმოსავლეთ კონფერენციაში საპლეიფო მე-8 ადგილზე იმყოფებიან.


კომენტარები (3)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

10:40 | 03.01.2019
გორდა (159)

დეტროიტი ასეთი არასტაბილური რატომ არის ვერ ვხვდები. ხან მიჯრით ძალიან კარგ თამაშებს აჩვენებენ და მერე გამოაცხობენ რაღაც უაზრო თამაშების სერიას.
იმედია დალაგდებიან.

22:19 | 02.01.2019
ogafa (10220)

კიდევ დამარცხდნენ

15:43 | 02.01.2019
haudi (1058)

მიკუოკელებიც გახდნენ.... ღადაობაა. არა მაგრა მკიდია ბოლო ბოლო მარა რა გჭირთ კიმარა

22:41 | 02.01.2019
eke99 (1362)

პახმელიაზეა აცალე ))

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.062684
სარეკლამო ადგილი - 99
X x X