საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის 29-ე საარჩევნო ყრილობა 2019 წლის, 15 თებერვალს ჩატარდება. ყრილობის დღის წესრიგთან დაკავშირებული შემოთავაზების წარდგენა სფფ-ის წევრებს ყრილობის თარიღამდე სულ მცირე 30 დღით ადრე (15 იანვრის ჩათვლით), წერილობითი ფორმით შეუძლიათ.
ამასთან, სფფ-იდ საპრეზიდენტო კანდიდატების, აღმასრულებელი კომიტეტის წევრობის კანდიდატთა და დელეგატთა წარდგენის ბოლო ვადა 21 იანვარია.
სფფ-ის პრეზიდენტობაზე კანდიდატურების წარდგენა შეუძლიათ მხოლოდ სფფ-ის წევრებს. პრეზიდენტობის კანდიდატის წარდგენა უნდა მოხდეს სფფ-ის 3 წევრის მიერ.
კანდიდატი შეიძლება იყოს 24-დან 70 წლამდე პიროვნება, რომელსაც უნდა გააჩნდეს უმაღლესი განათლება. ის უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე, აქტიურად ჩართული საფეხბურთო საქმიანობაში და არ უნდა იყოს ნასამართლევი. მან წერილობითი ფორმით უნდა დაადასტუროს, რომ აღიარებს სფფ-ს, ფიფას და უეფას წესდებებს, დებულებებსა და გადაწყვეტილებებს და წარმოადგინოს სამოქმედო პროგრამა.
www.gff.ge