ფეხბურთი

20:42 | 1.01.2019 | ნანახია [] - ჯერ

სამირ ნასრი "ვესტ ჰემში" ითამაშებს

სამირ ნასრი ფეხბურთს დაუბრუნდა. 31 წლის ფეხბურთელმა ლონდონის „ვესტ ჰემთან“ 6-თვიანი კონტრაქტი გააფორმა გახანგრძლივების პერსპექტივით. ამის შესახებ „ჩაქუჩების“ ვებგვერდი ოფიციალურად იტყობინება.

„ვესტ ჰემს“ ძალიან ამბიციური პროექტი აქვს და დარწმუნებული ვარ, რომ გუნდს ყველაფერი აქვს ლონდონში საუკეთესოობისთვის“, - თქვა ფრანგმა.

შეგახსენებთ, რომ ნასრი 2016 წელს დოპინგის მიღების გამო 18-თვიანი დისკვალიფიკაციით დაისაჯა, რომელსაც ვადა გაუვიდა და 1 იანვრიდან თამაში შეუძლია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112884