ფეხბურთი

20:15 | 1.01.2019 | ნანახია 3312 - ჯერ

კალიდუ კულიბალიმ სადიო მანეს აჯობა

იტალიური „ნაპოლის“ მცველი კალიდუ კულიბალი სენეგალის 2018 წლის ფეხბურთელი გახდა. 27 წლის კულიბალიმ გამოკითხვაში ყველაზე მეტი ხმა მიიღო და „ოქროს ლომის“ პრიზი დაიმსახურა.

კულიბალის კონკურენტები „ლივერპულის“ შემტევი სადიო მანე და „ბორდოს“ მცველი იუსუფ საბალი იყვნენ.

საბოლოო შედეგებით კულიბალი პირველზე გავიდა, მანე მეორეზე, ხოლო საბალი - მესამეზე.


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.063097
3312