ფეხბურთი

19:50 | 31.12.2018 | ნანახია [] - ჯერ

მბაპე საფრანგეთის 2018 წლის საუკეთესო ფეხბურთელია

კილიან მბაპე საფრანგეთის 2018 წლის საუკეთესო ფეხბურთელია. პსჟ-ს შემტევმა აღნიშნული ჯილდო კარიერაში პირველად მოიპოვა.

France Football-მა მბაპეს პრიზი უკვე გადასცა. 20 წლის ფეხბურთელის კონკურენტები ანტუან გრიზმანი და რაფაელ ვარანი იყვნენ. მბაპემ 2018 წელს მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა საფრანგეთის ნაკრებთან ერთად, გარდა ამისა, „პარი სენ ჟერმენის“ შემადგენლობაში საფრანგეთის ჩემპიონიც გახდა.

აქვე გეტყვით, რომ საფრანგეთის საუკეთესო ფეხბურთელი 2016 წელს გრიზმანი გახდა, ხოლო შარშან ნგოლო კანტე.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.120209