ისტორია

9:53 | 31.12.2021 | ნანახია [] - ჯერ

31 დეკემბერი მსოფლიო სპორტის ისტორიაში

1941 – დაიბადა სერ ალექს ფერგიუსონი. შოტლანდიელი ფეხბურთელი და მწვრთნელი. ამპლუით ფორვარდი მოთამაშეობისას გამოდიოდა შოტლანდიურ კლუბებში – “ქუინზ პარკში”, “დანფერმლაინში”, “სენტ ჯონსტონში”, “გლაზგო რეინჯერსში”, “ფალკირკში” და “ეარ იუნაიტედში”. ნათამაშები აქვს შოტლანდიის საფეხბურთო ასოციაციის თასის ფინალებში. საკლუბო დონეზე ჩაატარა 317 მატჩი, გაიტანა 170 გოლი. მწვრთნელობა 1974 წელს დაიწყო და მისი პირველი სადამრიგებლო გუნდი “ისტ სტირლიშირი” იყო. 1974-78 წლებში წვრთნიდა “სენტ მირენს” და გუნდი სკოტთა პირველობის უპირველეს ლიგაში გადაიყვანა. 1978-86 წლებში იყო “აბერდინის” დამრიგებელი. 1983 წელს აბერდინელებს თასების თასი და ევროპის სუპერთასი მოაგებინა. თასების თასის ფინალში ფერგიუსონის გუნდმა მადრიდის “რეალს” მოუგო, კონტინენტის სუპერთასისთვის ბრძოლაში კი “ჰამბურგი” დაამარცხა. ფერგიუსონის ხელმძღვანელობით “აბერდინმა” 1980, 1984 და 1985 წლებში შოტლანდიის ჩემპიონობა მოიპოვა, 1982, 1983, 1984 და 1986 წლებში კი დაეუფლა შოტლანდიის საფეხბურთო ასოციაციის თასს. 1986 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე წვრთნიდა შოტლანდიის ეროვნულ გუნდს. იმავე წლის ნოემბრიდან გახდა “მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარი მწვრთნელი. 1999 და 2008 წლებში “ოლდ ტრაფორდელებს” ჩემპიონთა ლიგა მოაგებინა, 2008-ში კი მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონი გახადა. 1991 წელს “მანჩესტერმა” თასების თასი და ევროპის სუპერთასი დაისაკუთრა, 1999 წელს კი საკონტინენტთაშორისო თასს დაეუფლა. ფერგიუსონის ხელმძღვანელობით “იუნაიტედი” 13-ჯერ გახდა ინგლისის ჩემპიონი (1993, 1994, 1996, 1997, 1999, 2000, 2001, 2003, 2007, 2008, 2009, 2011, 2013), ხუთჯერ მოიგო ინგლისის საფეხბურთო ასოციაციის თასი (1990, 1994, 1996, 1999, 2004), სამჯერ დაეუფლა ინგლისის ლიგის თასს (1992, 2006, 2009), ათჯერ იმარჯვა ქვეყნის სუპერთასისთვის ბრძოლაში (1990, 1993, 1994, 1996, 1997, 2003, 2007, 2008, 2010, 2011). 2009 წელს “მანჩესტერმა” ჩემპიონთა ლიგის თასის ფინალში იასპარეზა. ფერგიუსონი ათჯერ დაასახელეს ინგლისის წლის საუკეთესო დამრიგებლად, 1993, 1999, 2007 და 2008 წლებში კი “უორლდ სოკერის” გამოკითხვის შედეგად პლანეტის საუკეთესო მწვრთნელად აღიარეს. 1999 წელს დიდი ბრიტანეთის დედოფალმა ალექს ფერგიუსონს რაინდის წოდება მიანიჭა.

მნიშვნელოვანი მოვლენები

1914 - ამერიკის არმიის პოლკოვნიკმა ჯეკობ რუპერტმა და კეპ ჰუსტონმა ამერიკული ფეხბურთის გუნდი “ნიუ იორკ იანკიზი” 460 დოლარად შეიძინეს.

1958 - ჩოგბურთში დევისის თასის რიგით 47-ე გათამაშების ფინალში ამერიკის შეერთებული შტატების ნაკრებმა ავსტრალიის ეროვნულ გუნდს 3:2 მოუგო. მატჩი ავსტრალიის ქალაქ ბრისბენში ჩატარდა.

1963 - “ჩიკაგო ბეარზმა” ეროვნული საფეხბურთო ლიგის (NFL) ჩემპიონობა მოიპოვა.

1967 - ლოს ანჯელესის Great Western Forum-ში ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის პირველი მატჩი ჩატარდა. “ლეიკერსმა” “ჰიუსტონს” 147:118 მოუგო.

1973 - ჩოგბურთში ავსტრალიის ღია პირველობის რიგით 61-ე გათამაშების ფინალში კორტის მასპინძელმა ჯონ ნიუკომბმა ახალ ზელანდიელ ონი პარუნს 6:3, 6:7, 7:5, 6:1.

2008 - მსოფლიოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციამ იამაიკელი სპრინტერი უსეინ ბოლტი და რუსი ჭოკით მხტომელი ქალი ელენა ისინბაევა წლის საუკეთესო სპორტსმენებად დაასახელა.

2012 - ლა კორუნიას “დეპორტივოს” მთავარ მწვრთნელად პორტუგალიელი სპეციალისტი დომინგუშ პასენსა დაინიშნა.

2013 - ”ატლეტიკო მინეიროს” ნახევარმცველი რონალდინიო ურუგვაის El País-ის მიერ მოწყობილი გამოკითხვის შემდეგ სამხრეთ ამერიკის წლის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს.

ამ დღეს დაიბადნენ

1912 - გრიგოლ გაგუა. თბილისის “დინამოს” მცველი-ნახევარმცველი. 1939 და 1940 წლებში მოიპოვა საკავშირო ჩემპიონატის ვერცხლის მედლები, 1946 და 1947 წლებში კი დაეუფლა ბრინჯაოს მედლებს. უმაღლეს ლიგაში ჩაატარა 156 მატჩი, გაიტანა 2 გოლი. მინიჭებული აქვს სპორტის დამსახურებული ოსტატის წოდება. აქტიური კარიერის დასრულების შემდეგ ბავშვთა მწვრთნელად მუშაობდა და აღზარდა ნიჭიერ ქართველ ფეხბურთელთა მრავალი თაობა.

1924 - ვიქტორია დევისი. ამერიკელი წყალში მხტომელი. ლონდონის 1948 წლის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი.

1931 - ავთანდილ ჭკუასელი. თბილისის “დინამოს” და საკავშირო ნაკრების ფეხბურთელი. 1951 და 1953 წლებში მოიპოვა საკავშირო პირველობების ვერცხლის მედლები. ჰელსინკის 1952 წლის ოლიმპიური თამაშების მონაწილე. საკავშირო პირველობებზე ჩაატარა 91 მატჩი, გაიტანა 31 გოლი. იყო საქართველოს სპორტკომიტეტში ფეხბურთის სამმართველოს უფროსი. ავთანდილ ჭკუასელი 1994 წელს გარდაიცვალა.

1938 - ატიე კეულენ-დეექსტრა. ყინულზე ციგურებით ჰოლანდიელი მორბენალი. მოპოვებული აქვს მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული 1500 მეტრ დისტანციაზე რბენისას.

1939 - ვილი უაიტი. ამერიკელი მძლეოსანი. სიგრძეზე ხტომაში მელბურნის 1956 წლის ოლიმპიური თამაშების ვერცხლის მედლის მფლობელი. მონაწილეობდა 5 ოლიმპიადაზე.

1950 - ინგე ჰელტენი. გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის სპრინტერი. ქალთა შორის 100 მეტრზე გარბენში მონრეალის 1976 წლის ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს მედლის მფლობელი.

1941 - სერ ალექს ფერგიუსონი. შოტლანდიელი ფეხბურთელი და მწვრთნელი. ამპლუით ფორვარდი მოთამაშეობისას გამოდიოდა შოტლანდიურ კლუბებში – “ქუინზ პარკში”, “დანფერმლაინში”, “სენტ ჯონსტონში”, “გლაზგო რეინჯერსში”, “ფალკირკში” და “ეარ იუნაიტედში”. ნათამაშები აქვს შოტლანდიის საფეხბურთო ასოციაციის თასის ფინალებში. საკლუბო დონეზე ჩაატარა 317 მატჩი, გაიტანა 170 გოლი. მწვრთნელობა 1974 წელს დაიწყო და მისი პირველი სადამრიგებლო გუნდი “ისტ სტირლიშირი” იყო. 1974-78 წლებში წვრთნიდა “სენტ მირენს” და გუნდი სკოტთა პირველობის უპირველეს ლიგაში გადაიყვანა. 1978-86 წლებში იყო “აბერდინის” დამრიგებელი. 1983 წელს აბერდინელებს თასების თასი და ევროპის სუპერთასი მოაგებინა. თასების თასის ფინალში ფერგიუსონის გუნდმა მადრიდის “რეალს” მოუგო, კონტინენტის სუპერთასისთვის ბრძოლაში კი “ჰამბურგი” დაამარცხა. ფერგიუსონის ხელმძღვანელობით “აბერდინმა” 1980, 1984 და 1985 წლებში შოტლანდიის ჩემპიონობა მოიპოვა, 1982, 1983, 1984 და 1986 წლებში კი დაეუფლა შოტლანდიის საფეხბურთო ასოციაციის თასს. 1986 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე წვრთნიდა შოტლანდიის ეროვნულ გუნდს. იმავე წლის ნოემბრიდან გახდა “მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარი მწვრთნელი. 1999 და 2008 წლებში “ოლდ ტრაფორდელებს” ჩემპიონთა ლიგა მოაგებინა, 2008-ში კი მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონი გახადა. 1991 წელს “მანჩესტერმა” თასების თასი და ევროპის სუპერთასი დაისაკუთრა, 1999 წელს კი საკონტინენტთაშორისო თასს დაეუფლა. ფერგიუსონის ხელმძღვანელობით “იუნაიტედი” 13-ჯერ გახდა ინგლისის ჩემპიონი (1993, 1994, 1996, 1997, 1999, 2000, 2001, 2003, 2007, 2008, 2009, 2011, 2013), ხუთჯერ მოიგო ინგლისის საფეხბურთო ასოციაციის თასი (1990, 1994, 1996, 1999, 2004), სამჯერ დაეუფლა ინგლისის ლიგის თასს (1992, 2006, 2009), ათჯერ იმარჯვა ქვეყნის სუპერთასისთვის ბრძოლაში (1990, 1993, 1994, 1996, 1997, 2003, 2007, 2008, 2010, 2011). 2009 წელს “მანჩესტერმა” ჩემპიონთა ლიგის თასის ფინალში იასპარეზა. ფერგიუსონი ათჯერ დაასახელეს ინგლისის წლის საუკეთესო დამრიგებლად, 1993, 1999, 2007 და 2008 წლებში კი “უორლდ სოკერის” გამოკითხვის შედეგად პლანეტის საუკეთესო მწვრთნელად აღიარეს. 1999 წელს დიდი ბრიტანეთის დედოფალმა ალექს ფერგიუსონს რაინდის წოდება მიანიჭა.

1946 - ლიუდმილა პახომოვა. სპორტულ ცეკვებში ყინულზე ციგურებით მოსრიალე. გამოდიოდა ალეკსანდრ გორშკოვთან წყვილში. 1976 წლის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი. მსოფლიოს, ევროპისა და საბჭოთა კავშირის მრავალგზის ჩემპიონი.

1951 - მაიკლ ალენ ბენტომი. ამერიკელი კალათბურთელი. მიუნხენის 1972 წლის ოლიმპიური თამაშების ვერცხლის მედლის მფლობელი. ფინალში აშშ საბჭოთა კავშირთან დამარცხდა, რომლის რიგებს ზურაბ საკანდელიძე, მიხეილ ქორქია და სერგო კოვალენკო იცავდნენ.

1972 - გრეგორი კუპე. საფრანგეთის ნაკრების, “სენტ ეტიენის”, “ლიონის”, მადრიდის “ატლეტიკოს”, პსჟ-ს მეკარე. 2001 და 2003 წლებში მოიგო კონფედერაცითა თასი. ევროპის 2008 წლის ჩემპიონატის მონაწილე. საფრანგეთის ნაკრებში ჩაატარა 34 მატჩი. “ლიონის” შემადგენლობაში ზედიზედ შვიდჯერ (2002-08 წლებში) გახდა საფრანგეთის ჩემპიონი. 2008 წელს მოიპოვა საფრანგეთის, 1997-ში კი ინტერტოტოს თასები.

1973 - კურტის მაიდენი. ამერიკელი მოცურავე. 200 და 400 მეტრზე თავისუფალი სტილით გაცურვისას ატლანტის 1996 წლის ოლიმპიურ თამაშებზე მოიპოვა ბრინჯაოს 2 მედალი.

0.118183