ფეხბურთი

19:42 | 30.12.2018 | ნანახია [] - ჯერ

აკპოგუმა "ჰანოვერში" იჯარის წესით ითამაშებს

"ჰოფენჰაიმის" მცველი კევინ აკპოგუმა მიმდინარე სეზონის ბოლომდე იჯარის წესით "ჰანოვერში" ითამაშებს. აღნიშნული ინფორმაცია "ჰანოვერის" ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა.

აკპოგუმა "კარლსრუეს" აკადემიის აღზრდილია და "სოფლელებმა" 2013 წელს დაიმატეს. კევინი 2015/17 წლებში "დიუსელდორფში" თამაშობდა იჯარის წესით. მცველმა "ჰოფენჰაიმის" მაისურით 33 მატჩი აქვს ჩატარებული. აკპოგუმას გერმანიის ყველა ასაკობრივ ნაკრებში აქვს ნათამაშები.

0.114275