ფეხბურთი

19:10 | 30.12.2018 | ნანახია [] - ჯერ

"არასდროს თქვა არასდროს" - "ინტერი" მოდრიჩის ტრანსფერს არ გამორიცხავს

ლუკა მოდრიჩი შესაძლოა მილანის „ინტერში“ გადავიდეს. ხსენებულ ტრანსფერზე აქტიური საუბარი ჯერ კიდევ გასულ ზაფხულს იყო, თუმცა, დღის წესრიგიდან ახლაც არაა მოხსნილი.

„ნერაძურის“ სპორტული დირექტორი პიერო აუზილიო ამბობს, რომ გამორიცხული არაფერია:

„მოდრიჩი დიდი ხარისხისა და მნიშვნელობის ფეხბურთელია. დღეს, ფეხბურთში არაფერია გამორიცხული, ასე რომ, არასდროს თქვა არასდროს“, - განაცხადა აუზილიომ.

შეგახსენებთ, მოდრიჩმა ცოტა ხნის „რეალთან“ კონტრაქტის გახანგრძლივებაზე უარი თქვა, რაც იმას ნიშნავს, რომ ზაფხულში „სანტიაგო ბერნაბეუს“ დატოვებს.

0.112859