„ჰიუსტონმა“ გასვლაზე „ნიუ ორელანი“ 108:104 დაამარცხა. ტეხასელთა ლიდერმა ჯეიმს ჰარდენმა მეტოქეს 41 ქულა ჩაუგდო.
ჰარდენი მოზეს მელოუნის შემდეგ გახდა პირველი კალათბურთელი, რომელმაც ზედიზედ სამ შეხვედრაში 40 და მეტი ქულა ჩააგდო.
ჯეიმსმა ოსკარ რობერტსონის შედეგი გაიმეორა და ზედიზედ შვიდ შეხვედრაში მინიმუმ 35 ქულას და 5 პასს აგროვებს.