სხვა

15:15 | 30.12.2018 | ნანახია 460 - ჯერ

ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეა 3 სახეობაში გაერთიანებული გუნდით ასპარეზობაზე შეთანხმდნენ

ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეა შეთანხმდნენ, რომ ტოკიოს 2020 წლის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე სპორტის 3 სახეობაში გაერთიანებული გუნდით იასპარეზებენ.

სამხრეთ კორეის სპორტის მინისტრის დო იონგ ჰვანის განცხადებით, კორეის ნახევარკუნძულის მეზობლები იაპონიის დედაქალაქში გაერთიანდებიან ქალთა კალათბურთში, კანოეში და აკადემიურ ნიჩბოსნობაში. მისივე თქმით, ასევე შესაძლებელია, რომ ერთიანი გუნდი ჩამოაყალიბონ მაგიდის ჩოგბურთში, ძიუდოსა და „სავარაუდოდ, სხვა სახეობებშიც".

ჯერჯერობით გაურკვეველია, კორეის გაერთაინებული გუნდი როგორ გაივლის საკვალიფიკაციო პროცესს ტოკიოს თამაშებისთვის, თუმცა საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი (IOC) მზად არის მოაგვაროს ტექნიკური საკითხები.

ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეა, რომელთა პოლოტიკური ურთიერთობა საკმაოდ დაძაბულია, 2032 წლის ზაფხულის ოლიმპიური და პარალიმპური თამაშების სამასპინძლოდ ერთიანი განაცხადის შემუშავების შესაძლებლობასაც განიხილავენ.

geonoc.org.ge

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.06517
სარეკლამო ადგილი - 99
X x X
460