1946- დაიბადა ჰანს ჰუბერტ (ბერტი) ფოგთსი. გერმანელი ფეხბურთელი და მწვრთნელი. ბერტი ფოგთსი ერთადერთი ადამიანია, რომელსაც ერთდროულად მოთამაშისა და დამრიგებლის როლში მოგებული აქვს ევროპის ჩემპიონატი. მსოფლიოს 1974 წლის ჩემპიონი. ევროპის 1972 წლის გამარჯვებული. მუნდიალ70-ის მესამეადგილოსანი. ევროპის 1976 წლის პირველობის ფინალისტი. ამპლუით მცველი იცვდა მიონხენგლადბახის “ბორუსიის” ღირსებას. 1975 და 1979 წლებში მოიპოვა უეფას თასი. ჩემპიონთა (1977) და უეფას (1973) თასების ფინალისტი. გერმანიის ჩემპიონი (1970, 1971, 1975, 1976, 1977) და თასის მფლობელი (1973). 1971 და 1979 წლებში დაასახელეს გერმანიის საუკეთესო ფეხბურთელად. 1990-98 წლებში წვრთნიდა გერმანიის ნაკრებს. 1996 წელს ალემანთა ნაკრები ევროპის ჩემპიონი გახადა, 1992-ში კი კონტინენტის პირველობის ფინალში გაიყვანა. 1996 წელს დაასახელეს მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელად. წვრთნიდა ქუვეითის, შოტლანდიის, ნიგერიის, აზერბაიჯანის ნაკრებებს.
მნიშვნელოვანი ფაქტები
1896- “მონრეალ ვიქტორიანზმა” “ვინიპეგ ვიქტორიანზი” 6:5 დაამარცხა და ჰოკეიში სტენლის თასი მოიპოვა.
1907- აბრაჰამ მილზის მეთაურობით შექმნილმა საბჭომ დაადასტურა, რომ ბეისბოლის გამომგონებლად აბნერ დაბლდეი უნდა ჩაითვალოს.
1908- “მონრეალ უოდერერზმა” “ედმონტონი” ორი მატჩის ჯამში 13:10 დაამარცხა და სტენლის თასს დაეუფლა.
1947- დევისის თასის 36-ე გათამაშების ფინალში, აშშ-ის ეროვნულმა გუნდმა ავსტრალიის ნაკრებს 4:1 მოუგო. მატჩი ნიუ იორკში ჩატარდა.
1954- პროფესიონალურ კალათბურთში პირველად ამოქმედდა შეტევისათვის განკუთვნილი 24 წამის წესი. ეს “როჩესტერისა” და “ბოსტონის” მატჩის მსვლელობისას მოხდა.
1956- “ნიუ იორკ ჯაიანთსმა” “ჩიკაგო ბიარზი” 47:7 დაამარცხა და ამერიკული ფეხბურთის ეროვნული ლიგის (NFL) ჩემპიონი გახდა.
1957- “ნიუ იორკ ჯაიანთსი” ამერიკული ფეხბურთის ეროვნული ლიგის (NFL) ჩემპიონი გახდა.
1962- “გრინ ბეი პეკერზმა” “ნიუ იორკ ჯაიანთსი” 16:7 დაამარცხა და ამერიკული ფეხბურთის ეროვნული ლიგის (NFL) ჩემპიონი გახდა.
1963- “გრინ ბეი პეკერზი” ამერიკული ფეხბურთის ეროვნული ლიგის (NFL) ჩემპიონი გახდა.
1975- ბლოხინი “ფრანს ფუტბოლი”.
1981- ჰოკეის ეროვნული ლიგის კლუბ “ედმონტონ ოილერზის” ფორვარდმა უეინ გრეცკიმ, რეგულარული პირველობის 39 მატჩში 50 შაიბის გატანა მოახერხა.
1989- საბჭოთა მოცურავე დმიტრი ვოლკოვმა თავისუფალი სტილით 50 მეტრის გაცურვაში, მსოფლიოს რეკორდი დაამყარა (27.15).
2004- მადრიდის “რეალმა” დაადასტურა, რომ გუნდის ახალი მთავარი მწვრთნელი ბრაზილიელი ვანდერლეი ლუშემბურგო გახდებოდა. სეზონის განმავლობაში იგი “სამეფო კლუბის” მესამე დამრიგებელი გახდა.
2012- ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში ატლანტას "ჰოუქსმა" "ინდიანას" უმასპინძლა და 109:100 დაამარცხა. ატლანტელთა ქართველმა ცენტრმა ზაზ ფაჩულიამ შთამბეჭდავი ორმაგი დუბლი შეასრულა. ზაზამ სეზონის პირადი რეკორდი დაამყარა მოხსნებსა და მოედანზე გადატებულ წუთებში. 10-მატჩიანი შესვენების შემდეგ ფაჩულია ატლანტელთა სასტარტო ხუთეულში კვლავ გამოჩნდა. ფაჩულიამ 38,24 წუთი ითამაშა და ატლანტელთაგან ერთ-ერთი საუკეთესო იყო. ზაზამ 11 ორქულიანიდან 7 ჩააგდო, რასაც 4-დან 3 საჯარიმო მოაყოლა და შეხვედრა 17 ქულით დაასრულა. ფაჩულიამ მოედანზე მყოფთაგან ყველაზე მეტი - 14 მოხსნა დააგროვა.
ამ დღეს დაიბადნენ
1872- უილიამ ლარნედი. ამერიკელი ჩოგბურთელი. აშშ-ის ღია პირველობის 1901 წლის გათამაშების ჩემპიონი.
1925- მიხეილ ჯოჯუა. თბილისის “დინამოსა” და მოსკოვის “კრილია სოვეტოვის” ფეხბურთელი. თამაშობდა გასული საუკუნის 40-50-იან წლებში და იყო ბორის პაიჭაძის, ავთანდილ ღოღობერიძისა და სხვა ვარსკვლავთა ღირსეული პარტნიორი. მოპოვებული აქვს საკავშირო პირველობების პრიზიორის წოდება. ფეხბურთიდან წასვლის შემდეგ მიხეილ ჯოჯუა ნაყოფიერ მოღვაწეობას ეწეოდა თეატრალურ სცენასა და ესტრადაზე.
1937- გორდონ ბენქსი. ინგლისის ნაკრების, “ლესტერ სიტისა” და “სტოკ სიტის” ლეგენდარული გოლკიპერი. ჩილეს მსოფლიოს ჩემპიონატის დასრულების შემდეგ ინგლისელთა ეროვნული გუნდის მთავარ მწვრთნელად ალფ რამსეი დაინიშნა და მან ნაკრებში ბენქსი მიიწვია. გორდონის დებიუტი 1963 წლის აპრილში შედგა, როდესაც “უემბლიზე” ინგლისელები შოტლანდიასთან 1:2 დამარცხდნენ. ამის მიუხედევად, ბენქსმა კარიგი შთაბეჭდილება დატოვა და ინგლისის ნაკრების მომდევნო 15 შეხვედრიდან 13-ში კარს იგი იცავდა. 1964 წელს “ლესტერმა” “სტოკ სიტი” ინგლისის ლიგის თასის გათამაშების ფინალში, ორი მატჩის ჯამში 4:3 დაამარცხა და ბენქსი საპატიო პრიზის მფლობელი გახდა. 1966 წლიდან “ლესტერში” 17 წლის პიტერ შილტონი მივიდა, რომელმაც სერიოზული კონკურენცია გაუწია ბენქსს და გორდონიც “სტოკ სიტიში” გადავიდა. უმთავრესი კი, მსოფლიოს პირველობისათვის მზადება იყო. 1966 წელს საკუთარ სტადიონებზე ჩატარებულ მუნდიალზე ინგლისელებმა პირველობა არავის დაუვმეს, ბენქსი კი ტურნირის საუკეთესო მეკარე გახდა. მაღალ დონეზე ჩაატარა გორდონ ბექსმა მომდევნო მსოფლიოს პირველობაც. მის მიერ პელეს თავურის მოგერიება დღემდე საუკეთესო “სეივადაა” მიჩნეული. კარიერის მიწურულს ბენქსს მხედველობის პრობლემა შეექმნა. 1972 წლის 27 მაისს, გორდონმა ინგლისის ნაკრების რიგებში ბოლო, 73-ე შეხვედრა (გლაზგოს “ჰემპდენ პარკზე”, შოტლანდიელთა წინააღმდეგ) ჩაატარა.
1946- ჰანს ჰუბერტ (ბერტი) ფოგთსი. გერმანელი ფეხბურთელი და მწვრთნელი. ბერტი ფოგთსი ერთადერთი ადამიანია, რომელსაც ერთდროულად მოთამაშისა და დამრიგებლის როლში მოგებული აქვს ევროპის ჩემპიონატი. მსოფლიოს 1974 წლის ჩემპიონი. ევროპის 1972 წლის გამარჯვებული. მუნდიალ70-ის მესამეადგილოსანი. ევროპის 1976 წლის პირველობის ფინალისტი. ამპლუით მცველი იცვდა მიონხენგლადბახის “ბორუსიის” ღირსებას. 1975 და 1979 წლებში მოიპოვა უეფას თასი. ჩემპიონთა (1977) და უეფას (1973) თასების ფინალისტი. გერმანიის ჩემპიონი (1970, 1971, 1975, 1976, 1977) და თასის მფლობელი (1973). 1971 და 1979 წლებში დაასახელეს გერმანიის საუკეთესო ფეხბურთელად. 1990-98 წლებში წვრთნიდა გერმანიის ნაკრებს. 1996 წელს ალემანთა ნაკრები ევროპის ჩემპიონი გახადა, 1992-ში კი კონტინენტის პირველობის ფინალში გაიყვანა. 1996 წელს დაასახელეს მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელად. წვრთნიდა ქუვეითის, შოტლანდიის, ნიგერიის, აზერბაიჯანის ნაკრებებს.
1949- ბრუს დევიდსონი. ამერიკელი მშვილდოსანი. 1996 წლის ოლიმპიადის ვერცხლის მედლის მფლობელი.
1961- ბენ ჯონსონი. იამაიკელი წარმოშობის კანადელი სპრინტერი. 1984 წლის ოლიმპიადაზე ბრინჯაოს ორი მედალი მოიპოვა (100 მეტრსა და 100 მეტრზე ესტაფეტით რბენაში). 1987 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე რომში ბენ ჯონსონმა 100 მეტრზე რბენაში თავის უშუალო კონკურენტს ამერიკელ კარლ ლუისს აჯობა და პირველობა მსოფლიოს რეკორდით (9.83 წამი) მოიპოვა. 1988 წლის 24 სექტემბერი კი, სპორტისა და მძლეოსნობის ისტორიაში შევიდა. 100 მეტრზე რბენის ფინალში ერთბაშად სამმა მონაწილემ დისტანცია 10 წამზე ნაკლებ დროში დაფარა. მესამე დიდი ბრიტანელი ლინფორდ კრისტი იყო (9.97), მეორე ადგილი ლუისმა მოიპოვა (9.92), ხოლო ბენ ჯონსონმა ფენომენალური შედეგით (9.79) პირველმა გადაკვეთა ფინიშის ხაზი. ჩემპიონობა ჯონსონს იმავე საღამოს კანადის პრემიერ-მინისტრმა ბრაიან მალრუნიმაც მიულოცა, თუმცა, 25 სექტემბერს ბენის შარდის ანალიზში აკრძალული პრეპარატის კვალი აღმოაჩინეს, რასაც საბოლოოდ მისთვის ოქროს მედლის ჩამორთმევა და დისკავლიფიკაცია მოჰყვა. ბენ ჯონსონმა ბარსელონას 1992 წლის ოლიმპიადაზეც იასპარეზა, მაგრამ წარმატებას ვერ მიაღწია.
1975- ტაიგერ ვუდსი. ამერიკელი გოლფისტი. ითვლება პლანეტის ყველაზე მდიდარ სპორტსმენად. 2005 წელს ტურნირებზე ასპარეზობისას საპრიზო თანხის სახით მოიხვეჭა 10 მილიონ 600 ათასი დოლარი. გოლფის მოედანზე 1996 წლიდან გადის და ამ ხნის განმავლობაში გამოიმუშავა 90.5 მილიონი დოლარი.
1976- როსი უელსი. ამერიკელი მოკრივე. მსუბუქ წონით კატეგორიაში 1996 წლის ოლიმპიადის ბრინჯაოს მედლის მფლობელი.
1977- კენიონ მარტინი. “დენვერ ნაგითსის” მძიმე ფორვარდი (206 სმ). მისი ყოველწლიური ხელფასი 15 მილიონ 615 000 დოლარია. 2004 წელს იასპარეზა ნბა-ს “ყველა ვარსკვლავის” მატჩში.
1984- ლებრონ ჯეიმსი. აშშ-ის ნაკრების, “კლივლენდ კავალიერზის” და “მაიამი ჰითის” გამთამაშებელი-მსროლელი-ფორვარდი (203 სმ). ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის 2003 წლის დრაფტზე დასახელებული იყო პირველ ნომრად და მასზე გაცემული ავანსი სავსებით გაამართლა – ლებრონ ჯეიმსი NBA-ს სეზონის საუკეთესო ახალწვეულად აღიარეს. 2008 წლის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი. “დრიმ თიმის” შემადგენლობაში იასპარეზა ათენის 2004 წლის ოლიმპიადაზეც და მოიპოვა ბრინჯაოს მედალი. 2007 წელს გახდა პანამერიკული თამაშების ჩემპიონი. 2006 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ბრინჯაოს მედლის მფლობელი. 10-ჯერ იასპარეზა ნბა-ს “ყველა ვარსკვლავის” მატჩში. 2009 და 2010 წლებში დაასახელეს ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის რეგულარული პირველობის საუკეთესო მოთამაშედ. 2012 და 2013 წლებში გახდა ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ჩემპიონი.