ფეხბურთი

21:25 | 29.12.2018 | ნანახია [] - ჯერ

პირლო რემზის მხარს უჭერს

იტალიის ეროვნული ნაკრების და ტურინის "იუვენტუსის" ყოფილმა ფეხბურთელმა ანდრეა პირლომ განაცხადა, რომ აარონ რემზი სრულყოფილი ფეხბურთელია და ტურინის "იუვენტუსისთვის" შესაფერისი მოთამაშე იქნება. Sky in Italy-ის ინფორმაციით "ბიანკონერი" ფეხბურთელთან მოლაპარაკებას აწარმოებს. ასევე უელსელის დამატება "ბაიერნს" და პსჟ-ს სურთ.

"ნიჭიერი და სრულყოფილი ფეხბურთელია, რომელსაც შეუძლია ბევრი საქმის შესრულება და გოლების გატანა. რემზი კარგი შენაძენი იქნება." - განაცხადა პირლომ.

უელსის ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი ლონდონის "არსენალს" მიმდინარე სეზონის ბოლოს თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს. მიმდინარე სეზონში რემზიმ 22 მატჩი ჩაატარა, გაიტანა ორი გოლი და ექვსი საგოლე გადაცემა შეასრულა. აარონი "არსენალის" რიგებში 2008 წლიდან თამაშობს.

0.102298