საქართველოს ნაკრების ყოფილმა კალათბურთელმა ვიქტორ სანიკიძემ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა.
თანამშრომლობის ფარგლებში სანიკიძე უნივერსიტეტის საკალათბურთო კლუბის პრეზიდენტი იქნება, რომელიც ეროვნული ჩემპიონატის A ლიგაში ითამაშებს. კავკასიის საერთაშორის უნივერსიტეტის გუნდში ითამაშებენ ამერიკელი ლეგიონერები და გამოცდილი ქართველი კალათბურთელები.
შეგახსენებთ, რომ A ლიგის გათამაშება იანვრის ბოლოს დაიწყება.