ფეხბურთი

13:23 | 29.12.2018 | ნანახია [] - ჯერ

"მილანში" გატუზოს ენდობიან

იტალიური „მილანი“ ჯენარო გატუზოს ნდობას უცხადებს. ამის შესახებ „როსონერის“ სპორტულმა დირექტორმა ლეონარდომ თქვა, რომლის განცხადებით, გატუზოს გათავისუფლება არ იგეგმება.

„გატუზო ჩვენი მწვრთნელია და არასდროს გვიძებნია მისი ალტერნატივა. სხვა მწვრთნელებთან კონტაქტი არ გვქონია, როგორც მედია წერდა“, - განაცხადა ლეონარდომ.

შეგახსენებთ, რომ „მილანი“ ბოლო დროს წარუმატებლად თამაშობს და უკანასკნელი 4 ტურის განმავლობაში გოლიც არ გაუტანია. მიუხედავად ლეონარდოს სიტყვებისა, იტალიური მედია იტყობინება, რომ თუ დღეს „მილანი“ „სპალს“ ვერ დაამარცხებს, გატუზოს ახალი სამსახურის ძებნა მოუწევს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.188115