ძიუდო

20:37 | 28.12.2018 | ნანახია 2917 - ჯერ

ძიუდოისტებმა უძლიერესები გამოარკვიეს

დიღომში მდებარე ძიუდოს აკადემიაში დასრულდა საქართველოს 2018 წლის ჩემპიონატი. შეჯიბრის დასკვნით დღეს პრიზიორთა ვინაობა დარჩენილ ოთხ წონით კატეგორიაში გამოვლინდა.

81 კგ-ში პირველობა არავის დაუთმო 20 წლის ლუკა მაისურაძემ, რომელმაც ფინალში ბექა დონღვანს სძლია, ნახევარფინალში კი გამოცდილ ნუგზარ ტატალაშვილს აჯობა. ბრინჯაოს მედლები კობა მჭედლიშვილმა და გიორგი კაციაშვილმა დაისაკუთრეს.
დამსახურებულად იმარჯვა გიორგი პაპუნაშვილმაც (90 კგ.), რომელმაც გადამწყვეტ შერკინებაში გამოცდილ უშანგი მარგიანს აჯობა. აღსანიშნავია, რომ მეოთხედფინალურ ეტაპზე პაპუნაშვილმა მსოფლიოსა და ევროპის ექს-ჩემპიონ ავთანდილ ჭრიკიშვილს სძლია. საბოლოოდ, ავთომ ბრინჯაოს მედალი აიღო, ისევე, როგორც იმედა გოგოლაძემ.
100 კგ-მდე წონით კატეგორიაში ოქროს მედალი ლაშა ტაველურმა მიითვალა, რომელმაც ფინალში ონისე სანებლიძე დაჯაბნა და საქართველოს ჩემპიონი მესამედ გახდა. ბრინჯაოს მედლები გიორგი ბერიაშვილსა და გიორგი ჩიქოვანს ერგოთ.
მძიმე წონაში (+100 კგ.) პრინციპული დაპირისპირება ჰქონდათ ლევან მატიაშვილსა და გელა ზაალიშვილს. საბოლოოდ, ფინალში გამარჯვება უფრო გამოცდილ მატიაშვილს დარჩა. ბრინჯაოები დაისაკუთრეს ონისე ბუღაძემა და გიორგი ზაქარიაძემ.

საქართველოს 2018 წლის ჩემპიონატის შედეგები:
-60 კგ.
1. ნოზაძე თემურ
2. პაპინაშვილი ჯაბა
3. კუპატაძე ირაკლი
3. ჩხვიმიანი ლუხუმ

-66 კგ.
1. ჭიკაიძე ნიკო
2. გუგულაშვილი გიორგი
3. თუთაშვილი გიორგი
3. ნინიაშვილი ბაგრატ

-73 კგ.
1. გიგანი ფრიდონ
2. იაშვილი ვალერი
3. ჩიხელიძე გიორგი
3. გიუნაშვილი ლაშა

-81 კგ.
1. მაისურაძე ლუკა
2. დონღვანი ბექა
3. მჭედლიშვილი კობა
3. კაციაშვილი გიორგი

-90 კგ.
1. პაპუნაშვილი გიორგი
2. მარგიანი უშანგი
3. გოგოლაძე იმედა
3. ჭრიკიშვილი ავთანდილ

-100 კგ.
1. ტაველური ლაშა
2. სანებლიძე ონისე
3. ბერიაშვილი გიორგი
3. ჩიქოვანი გიორგი

+100 კგ.
1. მატიაშვილი ლევან
2. ზაალიშვილი გელა
3. ბუღაძე ონისე
3. ზაქარიაძე გიორგი

სრული შედეგები

Loading...

კომენტარები (14)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
18:09 | 30.12.2018
zanzibari (380)

რა შუაშია გორელი მეგრელი და ეს უაზრო კუთხური სეპარატიზმი სხვა რა უნდა დაარქვა აქ მთავარია რა იკადრა ჩემპიონატის ქვეყნის ფეხებზე დაკიდებაა რაც არუნდა დაეშავებინა ეს არ უნდა ეკადრებინა მაგრამ რაღაც მსგავსი მახსოვს მოწინააღმდეგეს ხელი არ ჩამოართვა თუ რაღაც ამდაგვარი და თანაც მგონი საერთაშორისო ასპარეზზე სრული უდისციპლინობა ნაკრების წევრი პასუხმგებლობას უნდა გრძნობდე თუ არადა გაუშვით და დროა ერთხელდასამუდამოდ დალაგდეს ამ ქვეყანაში ყველაფერი გამახსენდა პოვარი და პარტნოი ყველა გაგვიხდა ბლატნოი სასაცილოა სატირალი რომ არ იყოს.

12:58 | 30.12.2018
lagashi (3227)

უმიზეზოდ არავინ არავის ურტყამს, მაგრამ.... ასეთ დონის პერსონებს, ისიც საზოგადოების წინაშე ასეთი რამ არ უნდა ეპატიებოდეთ. ჩიხში კი არა საერთოდ რელსებიდანაა გადასული ჩვენი ძიუდო და გამოვიდეს ახლა ხაბარელი და ილაპარაკოს სასიკეთოდ ლობირებდა თუ საზიანოდ აბუნტებულებს?!

19:59 | 01.01.2019
sanzona (1458)

გაგიკვირდება და არც ადამიანს კლავენ უმიზეზოდ

07:19 | 30.12.2018
111judo (3)

ამ მარგიანს ააცმევინონ ნაკრებიდან მაინც არაფრის მოხელეა ერთი მესამე აიღო შემთხვევით და ეგაა, ბექაურიც მოუგებს მაგას თუ ჩხუბი უნდა გადავიდეს მმ ში და აუქაფებენ თავპირს და დააწყნარებენ. დასაჯილდოვებლად ემზადებოდნენ და მივარდნილა პაპუნაშვილს უკნიდან ხელი დაურტყია პაპუნაშვილს იქაც წაუგდია მაგრამ ვიგაც დოღვანი მიხმარებია.

01:23 | 30.12.2018
ოთარი345 (3)

რა უნდათ გორელებისაგან. ტატამზე აჩვენონ თუ რაიმე შეუძლიათ.ეს უკვე სპორტი აღარ არის. პატრონი არ ყავს ძიუდოს?

23:48 | 29.12.2018
ალექსანდრე (5350)

lagashi ეს წაიკითხე:
კიდევ ერთი სირცხვილი შეემთხვა ქართულ ძიუდოს. თუკი პირველად ძიუდოისტები ერთმანეთს ლამის 8000 კილომეტრით მოშორებულ ოსაკაში დაერივნენ, გუშინ იგივე თბილისში, ძიუდოს აკადემიაში გამართულ საქართველოს ჩემპიონატზე გაიმეორეს.

ფიზიკური შეურაცხყოფა ამჯერად გიორგი პაპუნაშვილისთვის მიუყენებიათ მოგებული 90 კგ-ის საფინალი პაექრობის შემდეგ, თანაც ხალხის თვალწინ.

მომხდარის შესახებ კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია ძიუდოს ფედერაციას.

ქართული სპორტის ერთერთი ყველაზე წარმატებული სახეობა უკვე ე.წ “ძველბიჭური” დაპირისპირებებისა და ქუჩური გარჩევების პოლიგონადაა ქცეული. ყველა იმას აკეთებს რაც მოესურვება და როცა მოესურვება და ამაზე პასუხის მომთოხვნი არავინაა.

როდემდე შეიძლება ვითმინოთ, ჩვენ რიგითმა გულშემატკივრებმა მსგავსი უმსგავსობა?!

როდემდე შეიძლება ვითმინოთ, ჩვენ რიგითმა გულშემატკივრებმა ჩვენი შეურაცხყოფა?!

ვიმედოვნებ, ფედერაცია ამჯერად მაინც დადგება მოწოდების სიმაღლეზე და უმკაცრესად დასჯის დამნაშავეებს!

ვიმედოვნებ, კიდევ ერთხელ არც მოვისმენთ ზღაპარს ძიუდოს ოჯახზე, რომელიც ერთიანია!

ვიმედოვნებ, რის ვაი-ვაგლახით, მაგრამ ჯერაც მაინც ცოცხალ ქართულ ძიუდოს ბოლომდე არ გაიმეტებენ დასაღუპად!

შეუცვლელი არავინაა და არც მჯობნის მჯობი ილევა!

12:04 | 04.01.2019
choloka (797)

ოსაკაში ეტყობა იაპონელებს გააგებინეს ძიუდოისტები ჩვენცა ვართო,ხო ისე წლებია უკვე თავში აქვთ ავარდნილი ამ სახეობის ზოგიერთ წარმომადგენელს ხალხის სიყვარული და რით ვერ გაიგეს რომ სიძულვილსა და სიყვარულს შორის მხოლოდ ერთი ნავბიჯია,არ მოვიდა დრო დაოკდნენ და ჭიდაობას მიხედონ?ბოდიშით თუ ვინმეს ვაწყეინე,მარა მეც რომ მაწყეინეს?ქართველ გულშემატკივარს რომ აწყეინეს?

23:49 | 29.12.2018
ალექსანდრე (5350)

https://sporter.ge/4353/

23:21 | 29.12.2018
lagashi (3227)

რა მოხდა? ვინ იჩხუბა?

23:12 | 29.12.2018
გოგლა (88)

არავინ კაცი არ არის ვინც პაპუნაზე ხელი აწია. ესენი ვინ არიან ხალხო ხმა ამოიღეთ, დაგვაფარეს ყველაფერი თავზე, მოაშორეთ ეგ ლიპოა თუ ვიღაც კრიმინალი მანდედან, სულ მიკვირდა ესეთი ახვრული თვალების პატრონზე კაი კაცს რომ ამბობდნენ, არავის აღარ უნდა მაგის და მაგისთანების მედალი, ეს ჭრიკიშვილიც უნდა მოშორდეს, ვირთხა მარგიანიც და მახინჯი ჩხვიმიანმიც (მახინჯ სხეულში მახინჯი სულია) ანუ თანამედროვე ჯღანა... ან ეს თენაძე ვინ არის მეორე ჩხუბი მოხდა მის თვალწინ და ვერაფერს ვერ ხედავს რა უნდა მაგას მწვრთნელად....

13:54 | 29.12.2018
sanzona (1458)

ძიუდოზე უპატრონო სპორტი არ არსებობს. მოიშორეს ქევხისვილი და სრული ბარგაკია. ფედერაცია ხმას არ იღებს. პირველი ჩხუბი იაპონიაში ხომ გაატარეს, ხო და ახლა მეორე ჩხუბი მიიღეს. ისევ გორელს დაეტაკნენ. ფედერაცია, ან მიხედეთ დისციპლინას და ჩამოარიგეთ დისკვალიფიკაციები, ან და მოშორდით მანდედან !! ნურავის ნუ აფარებთ ხელს, რა დამსახურებაც არ უნდა ჰქონდეს. სიმკაცრის გარეშე არაფერი გამოვა

13:42 | 29.12.2018
ცეზარ68 (85)

ძი­უ­დო­ში სა­ქარ­თვე­ლოს ჩემ­პი­ო­ნატ­ზე ძი­უ­დო­ის­ტი გი­ორ­გი პა­პუ­ნაშ­ვი­ლი სცე­მეს. ამის შე­სა­ხებ lelo.ge იტყო­ბი­ნე­ბა. სპორ­ტუ­ლი სა­ი­ტის ინ­ფორ­მა­ცი­ით, პა­პუ­ნაშ­ვილს ფი­ზი­კუ­რად ძი­უ­დო­ის­ტე­ბი გა­უს­წორ­დნენ. და­პი­რის­პი­რე­ბის მი­ზე­ზი უც­ნო­ბია.

ამ ფაქტთან და­კავ­ში­რე­ბით ფე­დე­რა­ცი­ას კო­მენ­ტა­რი ჯერ არ გა­უ­კე­თე­ბია.

შე­გახ­სე­ნებთ, პა­პუ­ნაშ­ვილ­მა იმა­ვე დღი­სით ავ­თან­დილ ჭრი­კიშ­ვი­ლი და უშან­გი მარ­გი­ა­ნი და­ა­მარ­ცხა და სა­ქარ­თვე­ლოს ჩემ­პი­ო­ნი გახ­და.

13:40 | 29.12.2018
ცეზარ68 (85)

პაპუნაშვილი ცემესო წერენ

09:20 | 29.12.2018
გორდა (130)

ვულოცავ გამარჯვებულებს!
წარმატებულ კარიერას ვუსურვებ.
მოჭიდავეებმა საქართველოს ჩემპიონატზე პირველი ნომრები აჭიდავეს და ეს სამართლიანია! აქ კი რასთან გვაქვს საქმე?

22:44 | 28.12.2018
lagashi (3227)

ასე შევაფასებდი: 60-ნოზაძე პატარა ასაკისაა და ჩხვიმიანის დამარცხებით სერიოზული განაცხადი გააკეთა. 66-ჯერჯერობით არავინ ჰგავს მარგველაშვილის სრულფასოვნად ჩამნაცვლებელს თუმცა საინტერესო ბიჭები არიან. 73-ძალიან ცუდი სიტუაციაა, გიგანი რომელიც პირველ ნომერს 2 თავით ჩამოუვარდება თავის მხრივ 2 თავით მაღლა დგას სხვებზე, არ არის კონკურენცია. 81-მაისურაძე ამომავალი ვარსკვლავი! და ძალიან მაგარი კონკურენციაა მოსალოდნელი. 90-არაფერი ახალი! 100-სანებლიძეს რაღაც აკლია! +100 ზაალიშვილი მომავალი მეორე ნომერი.

22:37 | 28.12.2018
federer (17) (13834)

კაციაშვილისგან მეტს მოველოდი აშკარად, აფსოლიტური ფალავნობა მოიგო ბიჭმა და მაგის მერე მე მგონი ვერაფერს ვეღარ იგებს თავის წონაშიც კი.

22:46 | 28.12.2018
lagashi (3227)

როგორც გაჟღერდა რაღაც პრობლემები ჰქონდა, ალბათ ტრამვა. დღეს კი იმედიანად დაბრუნდა, მჭედლიშვილი არ არის უბრალო ბიჭი ვისთანაც წააგო, ხოლო ტატალაშვილის დამარცხებით კი ბევრი რამ დაამტკიცა.

20:56 | 28.12.2018
miriani (2605)

და პირველი ნომრები რატო არ გამოდიოდნენ, არ ეკადრებათ??!

22:35 | 28.12.2018
federer (17) (13834)

90 კილოში ბექა არ იყო თორე შრიკი და მარგიანი კი იყვნენ, მაგრამ პაპუნაშვილმა მოიგო

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 20
250 x 188
სარეკლამო ადგილი - 22
250 x 250
0.104414