ფეხბურთი

14:45 | 28.12.2018 | ნანახია [] - ჯერ

მოდრიჩი ბალკანეთის საუკეთესო სპორტსმენია

მადრიდის „რეალის“ ნახევარმცველი ლუკა მოდრიჩი ბალკანეთის საუკეთესო სპორტსმენი გახდა, აღნიშნულ ინფორმაციას bta.bg ავრცელებს. მოდრიჩმა ჩემპიონთა ლიგა მოიგო და მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში გავიდა. ლუკამ წელს „ოქროს ბურთიც“ დაისაკუთრა.

მეორე ადგილზე ჩოგბურთელი ნოვაკ ჯოკოვიჩი გავიდა, რომელმაც წელს ორი დიდი სლემის ტურნირი ტრიუმფით დაასრულა და რეიტინგში სეზონი პირველ ნომრად დაასრულა. მესამე პოზიცია რუმინელმა სიმონა ჰალეპმა დაიკავა, რომელმაც საფრანგეთის ღია პირველობა მოიგო.

0.116209