სხვა

14:05 | 28.12.2018 | ნანახია [] - ჯერ

თომას ბახი: "ყველაზე დიდი მარცხი მოსკოვის ოლიმპიური თამაშების ბოიკოტი იყო"

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) პრეზიდენტის თომას ბახის განცხადებით, მის სპორტულ კარიერაში ყველაზე დიდი მარცხი 1980 წლის მოსკოვის ოლიმპიური თამაშების ბოიკოტი იყო.

„ამ წაგებამ ახალ მიზნებთან მიმიყვანა, ასევე საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტამდე, - ამბობს ბახი, - არ მინდა, რომ სპორტსმენთა მომავალმა თაობამ იგივე გამოიაროს, რაც მაშინ მე. ჩემი ამჟამინდელი თანამდებობით სპორტსმენთა სასარგებლოდ მიღებული ბევრი ჩემი გადაწყვეტილება ყოველივეს ნათელს უნდა ჰფენდეს."

მოსკოვის ოლიმპიურ თამაშებს 50-ზე მეტმა ქვეყანამ გამოუცხადა ბოიკოტი, მათ შორის გერმანიის ფედერაციულმა რესპუბლიკამ, რომლის მოფარიკავეთა გუნდშიც ირიცხებოდა თომას ბახი. 1976 წლის მონრეალის თამაშებზე ბახმა რაპირისტთა გუნდურ ასპარეზობაში ჩემპიონობა მოიპოვა და მოსკოვის თამაშების ფავორიტადაც მიიჩნეოდა.

www.geonoc.org.ge

0.12281