ფეხბურთი

9:26 | 28.12.2018 | ნანახია [] - ჯერ

16 წლის ბრაზილიელში „რეალი“ 70 მილიონს იხდის

რიო-დე-ჟანეიროს „ფლამენგოს“ შემტევი ნახევარმცველი, რეინიე ჟეზუშ კარვალიო, მადრიდის „რეალის“ ინტერესთა სფეროში მოხვდა - გვამცნობს ესპანური AS.

წყაროს ცნობით, „სამეფო კლუბი“ მზადაა 16 წლის ბრაზილიელში 70 მილიონი ევრო გადაიხადოს. „მარჯვენაფეხა“ ყმაწვილს „ფლამენგოსთან“ ხელშეკრულება 2021 წლამდე აკავშირებს. ის ბრაზილიის 17 წლამდელთა ნაკრების ლიდერია და ქვეყნის ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიულ მოთამაშედ ითვლება.

რეინიეს გადაბირებით ასევე „მანჩესტერ იუნაიტედი,“ „იუვენტუსი“ და „რომა“ ყოფილან დაინტერესებული.

0.10553