ფეხბურთი

1:35 | 28.12.2018 | ნანახია [] - ჯერ

კულიბალი და ინსინიე ორმატჩიან დისკვალიფიკაციას მოიხდიან

იტალიური „ნაპოლის“ ლიდერები კალიდუ კულიბალი და ლორენცო ინსინიე ორმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს. ორივე მოთამაშე „ინტერთან“ შეხვედრაში გააძევეს და სასჯელის მოხდაც ამიტომ მოუწევთ.

სადისციპლინო კომიტეტმა უფრო მკაცრად ინსინიე დასაჯა, რომელსაც ორი შეხვედრის გამოტოვების გარდა, 10 ათასი ევროს გადახდაც დააკისრა.

ამრიგად, „ნაპოლის“ კულიბალი და ინსინიე სერია A-ში „ბოლონიასთან“, ხოლო იტალიის თასზე „სასუოლოსთან“ ვერ დაეხმარებიან.

0.101597