კალათბურთი

23:28 | 27.12.2018 | ნანახია NaN - ჯერ

შენგელიას “ბასკონიამ” მოსკოვში იმარჯვა
ქართველმა კალათბურთელმა რუსებს ფარი დაუმსხვრია

თორნიკე შენგელიას “ბასკონიამ” ევროლიგაში მნიშვნელოვანი მატჩი მოიგო. ქართველი კალათბურთელის გუნდი მე-15 ტურში რუსულ “ხიმკის” ესტუმრა და დამაჯერებლად ჩატარებული დასკვნითი მეოთხედის (28:19) წყალობით, 85:77 იმარჯვა.

შენგელია, რომელიც ცხვირის ტრავმის გამო სპეციალური ნიღბით თამაშობდა, მატჩში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და 21:35 წუთში 8 ქულა და 4 მოხსნა მოაგროვა.

თორნიკემ 7-დან 4 ორქულიანი გამოიყენა, ბურთი 2-ჯერ დაკარგა, 4 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 2-ჯერ დაჯარიმდნენ. სათქმელია ისიც, რომ ქართველმა მძიმე ფორვარდმა სლემდანქის მცდელობის დროს ფარი დაამსხვრია, რის გამოც თამაში დაახლოებით 20 წუთი იყო შეწყვეტილი.

ბასკონიელთა რიგებში 10 და მეტი ქულის ჩაგდება შევონ შილდსმა (15), იოჰანეს ვოიგტმანმა (14), დარუნ ჰილარდმა (14), მეტ ჯენინგმა (12) და ლუკა ვილდოზამ (10) მოახერხეს.

ჯენინგმა, რომელიც შენგელიას დარად, საქართველოს ნაკრების წევრი გახლავთ, სასტარტო ხუთეულში ითამაშა და 31:39 წუთში 3-დან 2 ორქულიანი, 6-დან 2 სამქულიანი და 4-დან საჯარიმო ჩააგდო, ამასთან, აქტივში 2 მოხსნა და 3 პასი ჰქონდა.

“ბასკონიამ” 7 მოგება და 8 მარცხი მოაგროვა და სატურნირო ცხრილში მე-10 ადგილზე გადაინაცვლა, მომდევნო მატჩს კი უკვე გაისად, 4 იანვარს, სტამბულში, “ფენერბაჰჩესთან” ჩაატარებს.


კომენტარები (3)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

23:05 | 25.09.2021
Kobe Bean (21716)

ჩელსი-სიტი იყო მაგარი თამაში,მართალია 1-0 მორჩა მაგრამ მაინც.მარცხენა მცველი და ცენტრფორვარდი უნდა სიტის და ულაპარაკოდ მოიგებენ ამ სეზონის პრემიერლიგასაც.ბერნარდო სილვამ ძაან მაგარი თამაში ჩაატარა.ყველაზე უცნაური ისაა რომ ჟეზუსი ფლანგზე ყავდა გვარდიოლას და ფოდენი ყავდა ცენტრფორვარდზე.ერთადერთი ჟეზუსი ყავს ცენტრფორვარდი და იმასაც ფლანგზე ათამაშებს

22:59 | 25.09.2021
Kobe Bean (21716)

ახლა ამის და დაწერს ინსტაგრამზე და გალანძღავს ბრუნოს პენალტის გაფუჭების გამო,ჩემ ძმას რატომ არ დაუთმოო.თვითონ კრისტინა ვერ დაწერს მაგას და დას დააწერინებს

22:56 | 25.09.2021
Kobe Bean (21716)

პროსტო დაუკვირდით როგორ იპიარებს ტიპი თავს.მაგარი მარკეტინგული პროდუქტია.მოიგებს წააგებს ფრეს ითამაშებს გაიტანს არ გაიტანს ყველაფერზე წერს ინსტაგრამზე.უყვარს პოპულარობა.ეს რომ საფეხბურთო კარიერას დაასრულებს გააფრენს ხალხის ყურადღება რომ მოაკლდება.გააგიჟა მესისთან კონკურენციამ

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.079873
სარეკლამო ადგილი - 99
X x X