ფეხბურთი

16:53 | 27.12.2018 | ნანახია [] - ჯერ

ლიონელ მესი: "გვარდიოლასთან სიამოვნებით ვიმუშავებდი"

კატალონიის „ბარსელონას“ კაპიტანი ლიონელ მესი ამბობს, რომ პეპ გვარდიოლასთან მუშაობა ისევ უნდა. არგენტინელი ფეხბურთელის განცხადებით, პეპი მსოფლიოში გამორჩეულია და მასთან ერთად სიამოვნებით იმუშავებდა.

გარდა ამისა, ლეომ ჩემპიონთა ლიგის ფავორიტიც დაასახელა:

„გვარდოლასთან კიდევ ერთხელ სიამოვნებით ვიმუშავებდი. ის მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელია და სწორედ ამიტომ მომწონს. თუმცა, ეს ძალიან რთული იქნება.

როგორც სეზონის დასაწყისში ვამბობდი, ჩემპიონთა ლიგა განსაკუთრებული ტურნირია და ძალიან გვინდა ისევ მოვიგოთ.

რონალდუ? - კრიშტიანუ ლა ლიგისთვის და „რეალისთვის“ დიდი ფეხბურთელი იყო. ჩვენი დუელი ყოველთვის შესანიშნავი იყო, მაგრამ მე ყოველთვის ჩემს გუნდთან ერთად გამარჯვებაზე ვფიქრობდი. ის ნებისმიერ გუნდს დააკლდებოდა, რადგან ბევრი გოლი გააქვს, მაგრამ „რეალი“ ისედაც დიდი გუნდია და დიდი ფეხბურთელები ჰყავს.

ჩემპიონთა ლიგის ფავორიტი? – „იუვენტუსი“ ძალიან ძლიერი გუნდია. ასე იყო კრიშტიანუ რონალდუმდე და ახლა მასთან ერთად კიდევ უფრო ძლიერი გახდა. ეს გუნდი ჩემპიონთა ლიგის მოგების გამორჩეული კანდიდატია“, - უთხრა მესიმ Marca-ს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112334