ფეხბურთი

15:42 | 27.12.2018 | ნანახია [] - ჯერ

"ინტერისა" და "ნაპოლის" ქომაგების დაპირისპირება - ერთი ადამიანი გარდაიცვალა (+VIDEO)

იტალიის სერია A-ს მე-18 ტურის ცენტრალური შეხვედრა მილანში, „ინტერსა“ და „ნაპოლის“ შორის შედგა (1:0). მატჩის შემდეგ სტადიონის მიმდებარედ ორივე გუნდის ქომაგები ერთმანეთს ფიზიკურად გაუსწორდნენ.

Gazzetta Dello Sport-ის ინფორმაციით, "ინტერის" ერთი ქომაგი გარდაიცვალა, ხოლო ოთხი საავადმყოფოში მოხვდა. სოციალურ ქსელში კი, გავრცელდა ვიდეო, რომელშიც დაპირისპირებაა ასახული.

ხსენებული მატჩი მარტო ამის გამო არ მოქცეულა ყურადღების ცენტრში. „ინტერის“ ფანებმა „ნაპოლის“ მცველ კალიდუ კულიბალის რასისტული შეძახილებით შეურაცხყოფა მიაყენეს. კარლო ანჩელოტიდან დაწყებული იტალიის ლეგა კალჩოს წარმომადგენლებით დასრულებული, ამბობენ, რომ მატჩი მთავარ მსაჯს უნდა შეეწყვიტა. დიდი ალბათობით, „ნერაძურის“ სადისციპლინო კომიტეტისგან მკაცრი სანქცია ელოდება.

0.132857