ფეხბურთი

13:16 | 27.12.2018 | ნანახია [] - ჯერ

პსჟ ბუფონის კიდევ ერთი წლით დატოვებას გეგმავს

„პარი სენ-ჟერმენის“ მეკარე, ჯიჯი ბუფონი კლუბთან კიდევ ერთი წლით გაახანგრძლივებს ხელშეკრულებას - გვამცნობს Sky Sport Italia.

იტალიის ნაკრების ყოფილი მეკარის პარიზულ კლუბთან კონტრაქტს ვადა სეზონის ბოლოს გასდის, თუმცა პსჟ-ის ხელმძღვანელობა უკვე ამზადებს ხელშეკრულების ერთი წლით გახანგრძლივების დოკუმენტს.

შეგახსენებთ, რომ ბუფონი „იუვენტუსიდან“ „პარინ სენ-ჟერმენში“ გასულ ზაფხულს გადავიდა თავისუფალი აგენტის სტატუსით. მანამდე ლეგენდარული მეკარე ტურინული კლუბის ღირსებას 17 წლის განმავლობაში იცავდა.

წლევანდელ სეზონში მან რვა მატჩში ოთხი გოლი გაუშვა. იტალიელის ფრანგულ კლუბში ხელფასი, სეზონში 7 მილიონი ევრო გახლავთ.

0.109763