ფეხბურთი

10:53 | 27.12.2018 | ნანახია [] - ჯერ

კულიბალი: „ვამაყობ ჩემი კანის ფერით“

იტალიური მედიის ცნობით, „ნაპოლის“ სენეგალელი მცველი, კალიდუ კულიბალი, სერია A-ს მე-18 ტურის მატჩში „ინტერის“ წინააღმდეგ (0:1), მოწინააღმდეგე გუნდის ქომაგებისგან რასისტული შეურაცხყოფების მსხვერპლი გახდა. მე-80 წუთზე კი მეორე ყვითელი ბარათი მიიღო, როცა არბიტრ პაოლო მაცოლენის ტაში დაუკრა, წამებით ადრე არარსებული ჯარიმის დანიშვნის გამო.

„წაგებით, ცხადია, ნაწყენი ვარ, მაგრამ უფრო იმაზე ვნერვიულობ, რომ ძმები მინდორზე უმცირესობაში დავტოვე. მაგრამ, მე ვამაყობ ჩემი კანის ფერით, ვამაყობ, რომ ფრანგი ვარ, სენეგალელი და ნეაპოლელი ვარ. ვამაყობ, რომ ადამიანი ვარ.“ - დაწერა მან საკუთარ „ინსტაგრამში.“

უახლოეს ხანში კულიბალი „ნაპოლისთან“ ახალ კონტრაქტს გააფორმებს. შეთანხმების მიხედვით, 27 წლის სენეგალელი მცველის ჯამაგირი წელიწადში 6 მილიონ ევრომდე გაიზრდება, რითაც, ის კლუბის ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი გახდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116116