სხვა

21:14 | 26.12.2018 | ნანახია [] - ჯერ

2018 წლის საუკეთესო სპორტსმენი ლაშა ტალახაძეა, 2017 წლის – გენო პეტრიაშვილი

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ საქართველოს 2018 წლის სპორტული მონაგარი შეაჯამა და საუკეთესოები დაასახელა. შოთა რუსთაველის სახელობის თეატრში გამართული საზეიმო ღონისძიება უმთავრესი ჯილდოს გადაცემით დასრულდა. 2018 წლის საუკეთესო სპორტსმენი ქვეყნის პრემიერ მინისტრმა მამუკა ბახტაძემ გამოავლინა. მან სცენაზე მსოფლიოს, ევროპისა და ოლიმპიურ ჩემპიონ ძალოსანს, მსოფლიოს მრავალგზის რეკორდსმენ ლაშა ტალახაძეს უხმო. ტალახაძის გარდა წლის სპორტსმენის ნომინაციაში წარდგენილნი იყვნენ თავისუფალი სტილით მოჭიდავე გენო პეტრიაშვილი, ძიუდოისტი გურამ თუშიშვილი და ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი.

რაც შეეხება სხვა ნომინაციებს და გამარჯვებულებს:

2018 წლის საუკეთესო სპორტსმენი ქალი - ნინო ოძელაშვილი (სამბო)

2018 წლის საუკეთესო ახალგაზრდა სპორტსმენი - რევაზ დავითაძე (ძალოსნობა)

2018 წლის საუკეთესო სპორტსმენი სპორტის არაოლიმპიურ სახეობებში - ლევან საგინაშვილი (მკლავჭიდი)

2018 წლის საუკეთესო მსაჯი - ელისო ბედოშვილი (მხატვრული ტანვარჯიში)

2018 წლის საუკეთესო ფედერაცია: ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია

2018 წლის საუკეთესო გუნდი - ეროვნული საფეხბურთო ნაკრები

2018 წლის საუკეთესო მენეჯერი - ლევან კობიაშვილი (ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი).

2018 წლის საუკეთესო მწვრთნელი: გიორგი ასანიძე (ძალოსნობა)

2018 წლის საუკეთესო პარასპორტსმენები: ირმა ხეცურიანი (პარამოფარიკავე), ზვიად გოგოჭური (პარაძიუდო)

წლის აღიარება - ქართული ჭიდაობისთვის მსოფლიოს არამატერიალური კულტურის ძეგლის სტატუსის მინიჭება

სპეციალური პრიზები ქართული სპორტის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის:

2018 წელს ნაჩვენები მაღალი სპორტული შედეგებისთვის დაჯილდოვდა საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი გიორგი იანტბელიძე.

2018 წლის აღმოჩენა: გიორგი ჩაკვეტაძე (ფეხბურთი)

საერთაშორისო აღიარება: ზვიად პატარიძე (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა)

სპორტულ მედიცინაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის - ოლიმპიური ნაკრების სამედიცინო პერსონალი

2018 წლის საუკეთესო ლეგიონერი - თორნიკე შენგელია (კალათბურთი)

43-ე საჭადრაკო ოლიმპიადის უმაღლეს დონეზე ჩატარებისთვის დაჯილდოვდა საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია.

სპეციალური პრიზები: ლევან გორგაძე (სუმო), ზაზა ფაჩულია (კალათბურთი), ნიკოლოზ ბასილაშვილი (ჩოგბურთი).

სპორტისა და ოლიმპიზმის პოპულარიზაციაში შეტანილი წვლილისთვის დაჯილდოვდა საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი.

დღესვე, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ საქართველოს 2017 წლის საუკეთესო სპორტსმენიც დაასახელა. ჯილდო ერთი წლის დაგვიანებით გადაეცა თავისუფალი სტილით მოჭიდავე გენო პეტრიაშვილს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.119762