ფეხბურთი

18:30 | 26.12.2018 | ნანახია [] - ჯერ

მომო სალაჰმა შესაძლოა "ლივერპული" დატოვოს

ინგლისური „ლივერპული“ შესაძლოა მოჰამედ სალაჰმა დატოვოს. ესპანური As-ი ისრაელის მედიაზე დაყრდნობით იტყობინება, რომ სალაჰი გუნდის ხელმძღვანელობას წასვლით დაემუქრა იმ შემთხვევაში თუ „წითლები“ ებრაელ ფეხბურთელს, მუნას დაბურს დაიმატებენ.

ინგლისურ კლუბს ბოლო დროს „ზალცბურგისა“ და ისრაელის ნაკრების თავდამსხმელ დაბურს უკავშირებენ, თუმცა, სალაჰი ამ ტრანსფერის წინააღმდეგია. საქმე ისაა, რომ ეგვიპტესა და ისრაელს შორის დაძაბული პოლიტიკური ვითარებაა.

აღსანიშნავია, რომ ჯერ კიდევ „ბაზელში“ თამაშის დროს, სალაჰმა თელ-ავივის „მაკაბის“ ფეხბურთელებს ხელი არ ჩამოართვა.

0.120966