ფეხბურთი

17:27 | 26.12.2018 | ნანახია [] - ჯერ

სერხიო რამოსმა "რეალი" შესაძლოა მოურინიოს გამო დატოვოს

მადრიდის „რეალი“ შესაძლოა კაპიტანმა სერხიო რამოსმა დატოვოს. Daily Express-ის ცნობით, იმ შემთხვევაში თუ ზაფხულში „სამეფო კლუბს“ ჟოზე მოურინიო ჩაიბარებს, რამოსი გუნდიდან წავა.

როგორც ცნობილი ხდება, ესპანელი მცველი პორტუგალიელის დაბრუნების წინააღმდეგია და ისევ მასთან ერთად მუშაობა არ უნდა.

შეგახსენებთ, რომ მოურინიო „რეალს“ 2010-2013 წლებში უკვე წვრთნიდა. „მანჩესტერიდან“ მისი გათავისუფლების შემდეგ უცხოურმა გამოცემებმა დაწერეს, რომ ფლორენტინო პერესი „რეალში“ ეპატიჟება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112066