მანჩესტერ „სიტის“ 32 წლის ნახევარმცველმა დავიდ სილვამ მუხლის ტრავმა მოიშუშა და გუნდს დაუბრუნდა, აღნიშნულ ინფორმაციას კლუბის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს. სილვამ დაზიანება პრემიერლიგის მე-16 ტურში „ჩელსისთან“ მატჩში მიიღო.
26 დეკემბერს „სიტი“ გასვლაზე „ლესტერს“ შეხვდება, სილვა დღევანდელ შეხვედრაში მანჩესტერელებს დაეხამრება.
მიმდინარე სეზონში დავიდმა ყველა ტურნირზე ერთად 20 შეხვედრა ჩაატარა, სადაც 8 გოლი და 4 საგოლე გადაცემა შეასრულა.