თამაშგარე

11:23 | 26.12.2018 | ნანახია [] - ჯერ

ვან დერ ვაარტის ცოლს ბურთები უყვარს

ვეტერანი ნიდერლანდელი მობურთალის, რაფაელ ვან დერ ვაარტის ცოლი სილვია ვან დერ ვაარტი ნამეტნავი გულახდილობით გამორჩეული ქალია. იგი არასოდეს მალავდა, რომ ბურთების დიდი მოყვარულია და საკმარისია სადმე მრგვალ სფეროს გადააწყდეს, რომ მსწრაფლივ თამაშს იწყებს.

სილვია იმასაც ამბობს, რომ რაფაელის შეყვარების უმთავრესი საბაბი მისი ფეხბურთელობა გახდა და საერთოდ, თუკი ოდესმე მამაკაცები მოსვლია თვალში, ყველა მათგანი სპორტსმენი იყო და ბურთს აგორებდა. სხვათაშორის, თავად სილვია ვან დერ ვაარტი სპორტსმენი არასოდეს ყოფილა.

რაფაელ ვან დერ ვაარტის ცოლი წლების წინ ფოტომოდელობით იყო დაკავებული და იმ პერიოდში ნიდერლანდებში საკმაოდ პოპულარულიც გახდა. თუმცა შემდეგ ერთი პერიოდი გვარიანად მოსუქდა და მიუხედავად იმისა, რომ დღეს ძველებურად დიდებულ ფორმაშია, სამოდელო საქმეს აღარ მიბრუნებია.

0.147936