ჭიდაობა

10:56 | 26.12.2018 | ნანახია [] - ჯერ

მაჭარაშვილი ისევ ლიდერია, კენჭაძე ვერცხლს დასჯერდა

თავისუფალი სტილით ჭიდაობაში, საქართველოს თასის გათამაშებაზე 23-წლამდელთა შორის, ათი წონითი კატეგორიიდან ხუთში საპრიზო სამეულები შეივსო. თბილისში მიმდინარე შეჯიბრებაზე, 25 დეკემბერს ოქროს მედლისთვის ბრძოლაში მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონები ნიკა კენჭაძე (79 კგ) და გივი მაჭარაშვილიც (97 კგ) ჩაებნენ. ორივე ფავორიტი იყო, მაგრამ მხოლოდ ერთმა მიაღწია წარმატებას.

მაჭარაშვილმა ფინალიც ისე ლაღად ჩაატარა, როგორც წინა დღის შეხვედრები – ბექა ჭელიძეს ადვილად აჯობა და შიდა კონკურენციის ლიდერის პოზიცია შეინარჩუნა. კენჭაძემ კი ბევრისთვის მოულოდნელად, ვერაფერი მოუხერხა ტარიელ გაფრინდაშვილს, რომელმაც თავისზე გამოცდილ და ტიტულოვან მეტოქეს 12 ქულა აუღო და ვადაზე ადრე მოუმთავრა საქმე.

უმსუბუქესი წონითი კატეგორიის – 57 კილოგრამის ფინალში რობერტ დინგაშვილმა დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა გიორგი ღონიაშვილი. ასევე დრამატული და სანახაობრივი შეხვედრით დაგვირგვინდა 70 კილოგრამის შიდა კონკურენცია – ივერი ჯულაყიძემ მირზა სხულუხიას წინააღმდეგობა ბოლო წამებზეღა გატეხა. 65 კილოგრამში კი კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ედემი ბოლქვაძე ავიდა, რომელმაც გადამწყვეტი გამარჯვება ნაკრების წევრ ამირან ვახტანგიშვილთან მოიპოვა.

დარჩენილ ხუთ წონაში მედლები შეჯიბრების დასკვნით დღეს – 26 დეკემბერს გათამაშდება. უკვე გარკვეულია ხუთივე ფინალური წყვილი.

თავისუფალი ჭიდაობა

საქართველოს თასი

თბილისი

25 დეკემბერი

57 კგ

1 რობერტ დინგაშვილი (ყვარელი)

2 გიორგი ღონიაშვილი (თბილისი)

3 დავით მიკიჩიანი (გორი)

3 გოგა ძიგუა (სამტრედია)

65 კგ

1 ედემი ბოლქვაძე (სამტრედია)

2 ამირან ვახტანგიშვილი (გორი)

3 გია უგრელიძე (სამტრედია)

3 დავით ფაცინაშვილი (გორი)

70 კგ

1 ივერი ჯულაყიძე (სამტრედია)

2 მირზა სხულუხია (ქუთაისი)

3 გია ავალიანი (სამტრედია)

3 გიორგი ელბაქიძე (ამბროლაური)

79 კგ

1 ტარიელ გაფრინდაშვილი (თბილისი)

2 ნიკა კენჭაძე (ამბროლაური)

3 ევსემი შველიძე (ხარაგაული)

3 ლაშა ბაირამოვი (ქარელი)

97 კგ

1 გივი მაჭარაშვილი (მცხეთა)

2 ბექა ჭელიძე (თბილისი)

3 როლანდ მანაშვილი (თბილისი)

3 გიორგი მაჭარაშვილი (გორი)

26 დეკემბერი

ფინალები

61 კგ

გოდერძი ძებისაშვილი (გორი) – თეიმურაზ ვანიშვილი (გორი)

74 კგ

გიორგი სულავა (ქუთაისი) – გოგა მამიაური (თბილისი)

86 კგ

ზაურ ბერაძე (ხარაგაული) - მირიან მაისურაძე (ონი)

92 კგ

მექი სიმონია (ქუთაისი) – დემურ მეგენეიშვილი (სამტრედია)

125 კგ

ალექსი ჟორჟოლიანი (ქუთაისი) – ზურიკო ურთაშვილი (მცხეთა)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115168