კალათბურთი

10:27 | 26.12.2018 | ნანახია [] - ჯერ

ნბა-ს All Star-ის გამოკითხვა დაიწყო

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის All Star-ის (ყველა ვარსკვლავის) მატჩის მონაწილეებისთვის გამოსავლენად ხმის მიცემა დაიწყო, რომელიც 21 იანვარს დასრულდება.

წინა წლებთან შედარებით ხმის მიცემაში არის ცვლილებები. გულშემატკივრები Facebook-ით და Twitter-ის მეშვეობით თავიანთ რჩეულებს ვეღარ აირჩევენ.

ხმის მიცემა რამდენიმე მეთოდით 24 საათში ერთხელ შეიძლება.

  1. NBA-ს ოფიციალურ ვებგვერდზე - vote.nba.com
  2. Google-ის მეშვეობით. Google-ის საძიებო სისტემაში უნდა ჩავწეროთ ფრაზა NBA Vote და შემდეგ ავარჩიოთ ჩვენთვის სასურველი კლუბი და შემდეგ კალათბურთელი.
  3. NBA APP (ნბას აპლიკაცია, რომელიც მობილური ტელეფონისთის არის განკუთვნილი)

ნბა-ს 68-ე „ოლ სტარი“ 17 თებერვალს „შარლოტ ჰორნეტსის“ დარბაზში გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.172286