ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისას, „მონაკოს“ ხელმძღვანელობას გუნდის გაძლიერება გადაუწყვეტია და შესაბამის კანდიდატებს ეძებს. მთავარი მიზანი კი კვალიფიციური ცენტრალური ნახევარმცველის პოვნა ყოფილა - წერს France Football.
გამოცემის ინფორმაციით, ფრანგული კლუბის ერთ-ერთი ახალწვეული, შესაძლოა, „ბარსელონას“ შუახაზელი, დენის სუარესი გახდეს. მით უმეტეს, რომ კატალონიური კლუბიც დაინტერესებული ყოფილა დენისის გაყიდვით.
წლევანდელ პრიმაერაში დენის სუარესმა მხოლოდ ერთ მატჩში მიიღო მონაწილეობა.
ის „ბარსელონას“ აღზრდილია.