ფეხბურთი

22:20 | 25.12.2018 | ნანახია [] - ჯერ

"ინტერი" ნაინგოლანს გაუშვებს

მილანის "ინტერი" იანვრის თვეში 30 წლის ბელგიელი ნახევარმცველის რაჯა ნაინგოლანის გაყიდვას აპირებს, აღნიშნულ ინფორმაციას Gazzetta dello Sport-ი ავრცელებს.

წყაროს ცნობით, ნაინგოლანსაც აღარ უნდა "ინტერში" თამაში და ისიც მზადაა, რომ გუნდი დატოვოს.

ნაინგოლანის სატრანსფერო ღირებულება 35 მილიონ ევროს შეადგენს.

რაჯა 2018 წელს "ინტერში" "რომადან" გადავიდა. ნაინგოლანმა "ინტერში" 14 შეხვედრა ჩაატარა და სამი გოლი გაიტანა.

0.119107