ფეხბურთი

22:17 | 25.12.2018 | ნანახია [] - ჯერ

“საბურთალო” რუმინულ, მაკედონიურ და რუსულ გუნდებს ეთამაშება

საქართველოს ჩემპიონი დედაქალაქური “საბურთალო” მომავალი სეზონისთვის მზადებას 10 იანვარს განაახლებს.

თბილისური კლუბის პრესსამსახურის ცნობით, “საბურთალო” მზადებას ადგილზე დაიწყებს, 12-13 რიცხვში კი “ზამთრის თასის” გათამაშებაში მიიღებს მონაწილეობას.
გიორგი ჭიაბრიშვილის შეგირდები მომავალ წელსაც ორ შეკრებას გაივლიან, თურქეთის ქალაქებში სიდესა და ლარაში. პირველ შეკრებაზე გუნდი 20 იანვრიდან 2 თებერვლამდე მოემზადება, შემდეგ კი 6-19 თებერვლამდე.
უკვე გარკვეულია რამდენიმე სპარინგ-მეტოქეების ვინაობაც – თბილისელები რუმინეთის უმაღლეს ლიგელ “ვიტორიუს” დაუპირისპირდებიან, რომელიც შიდა ჩემპიონატში მე-5 ადგილზე იმყოფება.
“საბურთალო” ასევე გაეჯიბრებიან მაკედონიის ჩემპიონატში მესამე ადგილზე მყოფ “რაბოტნიჩკისა” და რუსეთის პრემიერლიგის წარმომადგენელ “ახმატს”.
დანარჩენი მოწინააღმდეგეების ვინაობა უახლოეს დღეებში გაირკვევა.

თეგებისაბურთალო
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.122443