კალათბურთი

0:15 | 26.12.2018 | ნანახია [] - ჯერ

„ჰიუსტონმა“ რივერსი დაიმატა

„ჰიუსტონ როკეტსმა“ თავისუფალი აგენტის სტატუსით ცნობილი მწვრთნელის დოკ რივერსის 26 წლის შვილი ოსტინ რივერსი დაიმატა, აღნიშნულ ინფორმაციას ტეხასური კლუბის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს. კონტრაქტის დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

რივერსი მიმდინარე სეზონში „ვაშინგტონის“ რიგებში ირიცხებოდა და საშუალოდ ერთ შეხვედრაში 7.2 ქულას და 2 მოხსნას აგროვებდა.

0.11725